ბერლინის მარათონი
ბერლინის მარათონი — მნიშვნელოვანი ყოველწლიური სპორტული ღონისძიება ბერლინში, გერმანია. ოფიციალური მარათონის დისტანცია (42,195 კმ) თითქმის მთელ ქალაქს მოიცავს და მასში პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები გვერდიგვერდ ასპარეზობენ. ღონისძიება პირველად 1974 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველ წელს სექტემბრის ბოლო კვირას იმართება.
40.827 მონაწილით 107 ქვეყნიდან, რომელთა შორის 35.913-მა ოფიციალურად ფინიშს მიაღწია, და ერთი მილიონი მაყურებლით 2008 წელს, ბერლინის მარათონი ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე პოპულარული სირბილში შეჯიბრია მსოფლიოში. ოთხ სხვა მარათონთან ერთად, რომლებიც ერთად მსოფლიოს მთავარ მარათონთა ხუთეულს ქმნის, შეჯიბრში გამარჯვებული მამაკაცი და ქალი მარათონელი ერთმანეთში თანაბრად იყოფენ $1 მილიონს.
მამაკაცთა და ქალთა შორის მსოფლიოს მარათონთა რეკორდების უმრავლესობა სწორედ ბერლინის მარათონის გზებზეა რეგისტრირებული, რომლებიც გამოირჩევა ბრტყელი, გლუვი ზედაპირით, წამქეზებელი მხიარული მაყურებლებითა და ზომიერი შემოდგომის ამინდით. 2008 წელს მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა ეთიოპიელმა ჰაილე გებრსილასემ, ხოლო მეოთხე საუკეთესო დრო ქალთა შორის დააფიქსირა უკრაინელმა ირინა მიკიტენკომ.
ღონისძიება ორ დღედ იყოფა. მარათონი იწყება და მთავრდება ბრანდენბურგის კარიბჭესთან.