ბერიჯვრის ნაეკლესიარი

ბერიჯვრის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ კიტრიულიში. ეკლესია აგებულია X საუკუნეში.

აქ არსებულ ეკლესიას სახელწოდება ბერიჯვარი, შესაძლოა ცხინვალიდან გადმოსახლებულმა მაცხოვრებლებმა უწოდეს.

ნაეკლესიარი თითქმის მთლიანად მიწითაა დაფარული. ჩანს ჩამონგრეული კონქისა და კამარის ფრაგმენტი. აზომვა არ ხერხდება; ფოტოფიქსაციაც ძნელდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 100