ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბერენ საათი (თურქ..Beren Saat დ. 26 თებერვალი, 1984, ანკარა, თურქეთი) — თურქი კინომსახიობი.

ბერენ საათი
ბერენ საათი

2013 წელს ჟურნალმა GQ (Gentlemen’s Quarterly) Turkey-  მას მიანიჭა "წლის ქალის" წოდება.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბერენ საათი დაიბადა 1984 წლის 26 თებერვალს ანკარაში: მამა - ჰუსეინი - ფეხბურთელი,[1] დედა - აილა - მასწავლებელია. ჰყავს უფროსი ძმა, ქემი საათი (დ. 1979 წელს)[2]. ბერენი სწავლობდა ანკარის TED უმაღლეს კოლეჯში, შემდეგ ჩაირიცხა ანკარის ბილქენთის უნივერსიტეტში მენეჯმენტის სპეციალობით.

ბერენი გატაცებულია ვოკალით.  ფლობს ესპანურ და ინგლისურ ენებს მსახიობი დამსახურებულად ატარებს "თურქეთის ალმასის" ტიტულს.

სტუდენტობისას ბერენი მონაწილეობდა დამწყები მსახიობების კონკურსში. ერთ-ერთ ასეთ კონკურშში გაიმარჯვა და მიიღო სადებიუტო როლი თურქულ ტელევიზიაში. ამას მოჰყვა მთავარი როლები სხვადასხვა ტელესერიალებში. ნამდვილი წარმატება ბერენს მოუტანა სერიალ „აკრძალულ სიყვარულში“ შესრულებულმა ბიჰთერის როლმა. სერიალი მოგვითხრობს ორი ახალგაზრდის-ბიჰთერისა და ბეჰლულის (კივანჩ თათლითუგი) სიყვარულზე. ბიჰთერის როლმა მსახიობს მოუტანა თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „ოქროს პეპელა“ 2009 და 2010 წლებში.  ამას მოჰყვა როლი სერიალში „რაში ედება ბრალი ფატმაგულს?“სადაც ბერენმა  ასევე მთავარი როლი შეასრულა. ხსენებული ტელესერიალი ეხება ქალთა სოციალურ პრობლემებს თურქეთში. მაყურებელს მოუთხრობს უბრალო პროვინციელი გოგონას-ფატმაგულის ისტორიას, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ბერენი ასევე მონაწილეობს სხვადასხვა სარეკლამო რგოლების გადაღებებში.

2012 წლის სექტემბრის ბოლოს გამოვიდა ირანელი რეჟისორის ბახმან გობადის დრამა "მარტორქების სეზონი", სადაც ბერენი თამაშობდა  მონიკა ბელუჩისთან ერთად. 2013 წლიდან ბერენმა შეასრულა ერთ-ერთი  მთავარი როლი ამერიკული სერიალის  „შურისძიების“ თურქულ ვერსიაში. ბერენ საათს ფილმში პარტნიორობა გაუწია ცნობილმა თურქმა

მსახიობმა მერთ ფირატმა. ბერენ საათი 2008 წლიდან 2014 წლამდე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო თურქეთში. [3] [4]2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის ივნისამდე ბერენმა ითამაშა მთავარი როლი სერიალში "ბრწყინვალე საუკუნე: ქოსემ სულთანი".[5]

2016 წლის აგვისტოში ბერენმა ოფიციალურად დაადასტურა სერიალიდან წასვლა. კონტრაქტის გაწყვეტის ძირითადი მიზეზი იყო მსახიობის სურვილი, დედა გამხდარიყო.

2019 წლიდან მსახიობი მთავარ როლს ასრულებს Netflix- ის ორიგინალურ სერიალში "საჩუქარი".[6]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

თავად ბერენის თქმით, მის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი დიდი სიყვარული იყო -  მეგობარი ეფე, რომელსაც ის სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა. სწორედ  მან უბიძგა ბერენს მსახიობის კარიერისკენ. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა 2004 წელს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ.

მოგვიანებით, 2007 წლიდან 2009 წლამდე, იგი სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდა მსახიობ ბულენტ ინალთან. ინალთან დაშორების შემდეგ, ბერენს 2 ​​წლის ურთიერთობა ჰქონდა რეჟისორ ლევენტ სემერჯისთან, მაგრამ წყვილი ერთმანეშს დაშორდა სერიალის - „რაში ედება ბრალი ფატმაგულს?“ გადაღებისას.[7]

2014 წლის 29 ივლისს ლოს-ანჯელესში, ბერენმა იქორწინა ცნობილ თურქ მომღერალზე, კენან დოგულუზე.[8]

ბერენი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სოციალურ პროექტებში. ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას.[9][10]

  1. "Beren Saat". Sabah (თურქ.). Archived from the original on 17 February 2015. Retrieved 29 March2015.
  2. "Beren Saat". Sabah (თურქ.). Archived from the original on 17 February 2015. Retrieved 29 March2015.
  3. "Turkey's Top Paid Actors". Waleg. Archived from the original on 23 November 2015. Retrieved 14 August 2015.
  4. "5 buçuk yılda servet kazandı! İşte Beren Saat'in serveti!-Magazin" (თურქ.). Medyafaresi. Retrieved 20 August 2013.
  5. Beren Saat, la nueva "Kösem" dejó atrás a todas otras rivales". (თურქ.)TRT. Archived from the original on 8 December 2015. Retrieved 14 August 2015.
  6. "Atiye dizisi oyuncu kadrosu ve konusu sizlerle". aksam.com.tr. 11 January 2020. Archived from the original on 15 February 2020. Retrieved 15 February2020.
  7. "Beren Saat ve Kenan Doğulu ilk kez görüntülendi"(თურქ.). 10 March 2012. Archived from the original on 3 September 2014. Retrieved 10 March 2012.
  8. "Beren Saat ve Kenan Doğulu evlendi"[მკვდარი ბმული] (თურქ.). Hürriyet. 30 July 2014. Retrieved 30 July 2014.
  9. "Beren Saat, Mor Çatı'ya destek verdi" (თურქ.). Hippi Kız. 1 June 2011. Archived from the original on 2 April 2015. Retrieved 13 March 2015.
  10. "Beren Saat'ten anlamlı Özgecan Aslan paylaşımı". Mynet (in Turkish). February 2015. Archived from the original[მკვდარი ბმული] on 3 April 2015. Retrieved 13 March 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბერენ_საათი“-დან