ბერენიკა I
ბერენიკა I — პტოლემე I-ის მეორე (ევრიდიკა I-ის შემდეგ) ან მესამე (ტაისის შემდეგ) ცოლი და შესაძლოა მისი და (მამის მხრიდან). პტოლემე I-ის პირველი ცოლის ევრიდიკა I-ის ბიძაშვილი. პტოლემე II-ისა და არსინოე II-ის დედა.
ორჯერ იყო გათხოვილი, მისი პირველი ქმარი იყო მაკედონელი ფილიპე, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი მაგასი, ანტიგონე (პიროსი ეპიროსელის ცოლი) და თეოქსენა. ფილიპი გარდაიცვალა ძვ. წ. 318 წელს. პტოლემე I-თან იქორწინა ძვ. წ. 317 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Waterfield, Robin (2011). Dividing the Spoils: The War for Alexander the Great’s Empire. New York: Oxford University Press, გვ. 273 pages.. ISBN 978-0-19-957392-9.