ბეჟან ლორთქიფანიძე
ბეჟან ვლადიმერის ძე ლორთქიფანიძე (დ. 22 მაისი, 1908, თბილისი — გ. 9 იანვარი, 1969, იქვე) — ქართველი არქიტექტორი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1932 წელს დაამთავრა საქართველოს სამშენებლო ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი და იქვე შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იმხანად ჩვენში იწყება ქალაქების პირველი გენერალური პროექტების შედგენა. იგი აქტიურად ჩაება ამ საქმეში. ამავე დროს თავის კოლეგებთან ერთად აგროვებს მასალებს ქართული არქიტექტურული ლექსიკონისათვის.
ომის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ხელმძრვანელ თანამდებობაზეა. 1949 წელს დაინიშნა სახშენის უფროსის მოადგილედ, ხოლო 1958 წლიდან 6 წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციის თავჯდომარეა. 1963 წლიდან გარდაცვალებამდე ელმძღვანელობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ტიპობრივი დაპროექტების ექსპერიმენტულ ინსტიტუტს.
ბეჟან ლორთქიფანიძემ დააგეგმარა ჩაის საბჭოთა მეურნეობის მუშათა დაბები და აზოტ-ტუკის კომბინატის დაბა ქუთაისში, იყო ბათუმისა და გორის გენერალური პროექტების თანაავტორი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 240, თბ., 1994