ბენღაზის კათედრალი
ბენღაზის კათედრალი (არაბ. كاتدرائية بنغازي) — ყოფილი კათოლიკური ეკლესია ლიბიაში, ქალაქ ბენღაზიში. მშენებლობა დაიწყო 1929 წელს. დააპროექტეს იტალიელმა არქიტექტორებმა ოტავიო კაბიატიმ და გვიდო ფერაციმ. მშენებლობა დასრულდა 1939 წელს. აგებულია ნეოკლასიციზმის სტილში. ლიბიის დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ეკლესია ნაციონალიზებული იქნა და გამოიყენებოდა როგორც ლიბიის არაბეთის სოციალისტური კავშირის შტაბ-ბინა. მთავარი გუმბათი მდებარეობს აფსიდაზე, სადაც გარშემორტყმულია 8 შპილით. ეკლესიის ზარი იწონის დაახლოებით 6 ტონას. ამჟამად იგი მიტოვებულია. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.
ბენღაზის კათედრალი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 32°06′50″ ჩ. გ. 20°03′34″ ა. გ. / 32.11389° ჩ. გ. 20.05944° ა. გ. |
ქვეყანა | ლიბია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1939 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბენღაზის კათედრალი დაარქივებული 2011-07-26 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)