ბენუას მადონა

(გადამისამართდა გვერდიდან ბენუას მადონა (ლეონარდო))

ბენუას მადონა (იტალ. Madonna Benois; 1478—1480) — იტალიელი მხატვრის ლეონარდო და ვინჩის მიერ სავარაუდოდ 1478 წლის ოქტომბერში შექმნილ ორ მადონათაგან ერთ-ერთი. მეორე უნდა იყოს „მადონა მიხაკით“ მიუნხენიდან.

Madonna Benois
ავტორი ლეონარდო და ვინჩი
წელი 1478—1480
კატალოგი VI
ტიპი რელიგიური ხელოვნება
სიმაღლე 49.5
სიგანე 33
ქალაქი სანქტ-პეტერბურგი
მუზეუმი ერმიტაჟი

ბენუას მადონა, სავარაუდოდ, ლეონარდოს მისი მასწავლებელი ანდრეა დელ ვეროკიოს დამოუკიდებლად შექმნილი პირველი ნამუშევარი უნდა იყოს. რაც შეეხება მადონას უკბილო ღიმილს, ლეონარდოს სხვა ნახატთა მსგავსად, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ის დაუსრულებელია.

ლეონარდოსეული მადონასა და ყრმის კომპოზიცია ყვავილებითურთ შემდგომში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოტივი გახდა. ახალგაზრდა მხატვრებმა, მათ შორის რაფაელმა, მრავალჯერ გაიმეორეს ეს მოტივი.

საუკუნეების განმავლობაში მადონა ყრმითა და ყვავილებით დაკარგული ეგონათ. მხოლოდ 1909 წელს გამოჩნდა იგი ლეონ ბენუას სენსაციურ გამოფენაში სანქტ-პეტერბურგში, როგორც მისი სიმამრის კოლექციის ნაწილი. ნამუშევარი რუსეთში იტალიიდან ჩამოუტანია განთქმულ კოლექციონერ და ხელოვნებათმცოდნე ალექსანდრე კორსაკოვს 1790-იან წლებში. კორსაკოვის გარდაცვალების შემდეგ მისმა ვაჟმა ნახატი ასტრახანელ ვაჭარ საპოჟნიკოვს მიჰყიდა 1400 მანეთად, რაც საბოლოოდ მემკვიდრეობით ბენუას ოჯახში აღმოჩნდა 1880 წელს. ლეონ ბენუამ 1914 წელს ნახატი საიმპერატორო ერმიტაჟის მუზეუმს მიჰყიდა. მას შემდეგ იგი ამ მუზეუმის მუდმივი კოლექციის ნაწილია სანქტ-პეტერბურგში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება