ბენეფიციუმი (ლათ. beneficium — სიკეთე, წყალობა) — ადრინდელი შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში — სამხედრო ან ადმინისტრაციული სამსახურით პირობადებული სამისდღემშიო წყალობა. წარმოიშვა ფეოდალურ ურთიერთობათა ჩამოყალიბების პროცესში. კლასიკური სახით ბენეფიციუმი გავრცელდა ფრანკთა სახელმწიფოში კარლოს მარტელის რეფორმის დროიდან (VIII საუკუნის 30-იანი წლები). წყალობის საგანი უმთავრესად მიწა და მასზე მცხოვრები გლეხები იყო. ბენეფიციუმის მფლობელის სიკვდილის შემთხვევაში ნაწყალობევი ახალი შეთანხმებით გადაეცემოდა გარდაცვლილის მემკვიდრეებს ან უბრუნდებოდა მესაკუთრეს. ბენეფიციუმი უქმდებოდა, თუ არ შესრულდებოდა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნ. ასათიანი, ისტორია 11, გვ. 341 — „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, თბ., 2009.