ბენევენტუმის ბრძოლა
ბენევენტუმთან ბრძოლა | |||
---|---|---|---|
პიროსთან ომის ნაწილი | |||
თარიღი | ძვ. წ. 275 | ||
მდებარეობა | ბენევენტუმი, თანამედროვე ბენევენტო, სამხრეთ იტალია | ||
შედეგი | სადავო | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
ბენევენტუმთან ბრძოლა იყო პიროსსა და რომს შორის უკანასკნელი ბრძოლა. ამ ბრძოლისთვის პიროსმა უკვე მოიგო რომაელების წინააღმდეგ ორი ბრძოლა, მაგრამ ისეთი დანაკარგებით, რომ ომის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. შემდეგ იგი გაემგზავრა სიცილიაში, მაგრამ მისი სიცილიური კამპანიაც კრახით დასრულდა.
ძვ. წ. 275 წელს ტარენტუმში პიროსი 20 000ანი ლაშქარით ჩავიდა. აქ მან შეავსო ჯარი და წავიდა სამნიუმში, სადაც რომაელები იყვნენ დაბანაკებულნი. სამნიტების საქმე ამ დროისთვის ძალიან ცუდად იყო, რომაელებმა ისინი არაერთხელ დაამარცხეს.
პიროსმა ჯარი ორად გაყო, ერთი ნაწილი ლუკანიაში გაუშვა რათა ისინი მეორე კონსულის კორნელიუს ლენტულუს კაუდინუსის ჯარებს შეხვედროდნენ და არ მიეცათ კონსულ მანიუს კურიუს დენტატუსის ჯართან შეერთების საშუალება. მეორე ნაწილს კი თვითონ გაუძღვა სამნიუმში, სადაც რომაელები ქალაქ ბენევენტუმთან იყვნენ დაბანაკებულნი.
პიროსმა განიძრახა თავს დასხმოდა რომაელებს სანამ მათ დამატებითი ჯარები მოუვიდოდათ, ამიტომ მან შეკრიბა საუკეთესო მეომრები და ყველაზე ავი სპილოები და ღამით სურდა ბანაკზე თავდასხმა. მაგრამ გზა გრძელი იყო და ტყით უნდა გაევლოთ, მეომრები დაიკარგნენ და დროც დაიკარგა.
დილით რომაელებმა თვითონ დაიწყეს შეტევა და პიროსის ჯარისკაცებს უკან დაახევინეს. სხვა ფლანგებზე კი სპილოებმა რომაელები შეავიწროვეს. რომაელებმა სპილოებს შუბები დაუშინეს და უკუაქციეს, ცხოველების უწესრიგო რბენამ არეულობა გამოიწვია პიროსის ჯარებში.
ამ ბრძოლის წაგების შედეგად პიროსის იმედები იტალიის და სიცილიის დამორჩილებაზე საბოლოოდ დაიმსხვრა და იგი დაბრუნდა საბერძნეთში.