ბემკე
ბემკე (გერმ. Böhmke) — პატარა, დაუსახლებელი კუნძული გერმანიაში, ნეპერმინისა და ბალმერის ტბებს შორის, მიეკუთვნება ვორპომერნ-გრაიფსვალდის რაიონს.
ოვალური მოყვანილობის კუნძულის ფართობი 3,4 აკრია, სიგრძე ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით — 270 მ, სიგანე — 150 მ. უმაღლესი წერტილი აქა-იქ ბუჩქებით დაფარულ ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 4,5 მეტრზე მდებარეობს. სამხრეთი ნაწილი ჭაობიანი ბალახებითაა დაფარული.
1967 წელს, მეზობლად მდებარე კუნძულ ბალმერ-ვერდერთან ერთად, მათს ტერირტორიაზე შეიქმნა ბუნების ნაკრძალი.