ბელინი (კოქტეილი)
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ბელინი — კოქტეილის სახეობა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კოქტეილია იტალიაში. მზადდება შამპანიურითა (ტრადიციულად პროსეკო) და ატმის პიურეთი.
შეტანილია IBA-ს კოქტეილების სიაში.
ისტორია
რედაქტირებაბელინი გამოიგონა ბარის Harry's Bar (ვენეცია, იტალია) დამაარსებელმა ჯუზეპე ჩიპრიანმა 1934-1948 წლებში. მან კოქტეილს დაარქვა „ბელინი“, რადგან ვარდისფერმა მას მოაგონა XV საუკუნის იტალიელი მხატვრის ჯოვანი ბელინის სურათზე დახატული რომაული კაბის ფერი.