ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბელზებუბი — იაპონური მანგა, დაწერილი და ილუსტრირებული რიუჰეი ტამურას მიერ. ამბავი ეხება არასრულწლოვან დამნაშავეთა სკოლის პირველ კურსელ მოსწავლეს.მანგა პირველად დაიწერა 2008 წელს. მანგის ილუსტრირება გაგრძელდა 2009 წლის თებერვლიდან 2014 წლის თებერვლამდე. შემდეგ მანგა შეიძინა სხვა კომპანიამ და გააგრძელეს მანგის წერა და მას დაარქვეს „სხვა ბელზებუბი“ რომლის ილუსტრირებაც 2014 წლის მაისიდან დაიწყო და 2015 წლის მარტამდე გაგრძელდა.

Pierrot+-მ შექმნა ამ მანგის ორიგინალი ვიდეო რომელიც პივრველად გაუშვეს 2010 წლის ოქტომბერში. ამას მოჰყვა 60 ეპიზოდიანი ანიმე სატელევიზიო სერიალი, რომელიც გადიოდა იაპონიაში 2011 წლის იანვრიდან 2012 წლის მარტამდე.


სიუჟეტი მოგვითხრობს ტაცუმი ოგაზე, რომელიც არის არასრულწლოვან დამნაშავეთა სკოლის, იშიამას უმაღლესი სკოლის (Ishiyama), პირველ კურსელი მოსწავლე. ისტორია იწყება იმით, რომ ოგა თავის საუკეთესო მეგობარს, ტაკაიუკი ფურუიჩის უყვება უცნაურ ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ იპოვა ჩვილი ბავშვი. ერთ დღეს როდესაც ტაცუმი მდინარეზე ტანსაცმელს რეცხავდა, მან დაინახა ადამიანი რომელიც დინებას მოჰყვებოდა. ოგამ ეს კაცი მდინარის ნაპირას გამოიყვანა, კაცი შუაზე გადაიხსნა და მისი შიგნიდან ოგამ პატარა ჩვილი ბიჭი ბეელი ამოიყვანა. ეს ჩვილი ბავშვი დემონების მეფის შვილი აღმოჩნდა და ოგა არის რჩეული რომელმაც ბავშვი უნდა აღზარდოს ჩვილის მოსამსახურე ჰილდასთან ერთად. მანგა მიჰყვება ოგას ცხოვრებას თუ როგორ ცდილობს იგი აღზარდოს ბავშვი როცა იგი სკოლაში სწავლობს.

ადრეულ თავებში ოგა ცდილობს თავიდან მოიშოროს ბავშვი. ის ცდილობს ბავშვი მისცეს სკოლის სხვა მოსწავლეებს. მას ჰგონია, რომ იგი თუ მასზე ძლიერს და ბოროტს იპოვის ბავშვი მას თავიდან მოსცილდება. ტაცუმი გადაწყვეტს ბავშვი გადასცეს სკოლის „ტოჰოშინკს“, ოთხ ყველაზე ძლიერ სტუდენტს სკოლაში. ოგა გაიცნობს და შეერკინეება ჰაჯიმე კანზაკის რომელიც ტოჰოშინკის პირველი წევრია და ყველაზე ახლოსაა სკოლის მართვასთან. ოგა დაამარცხებს კანზაკის რაც ბეელს უფრო მეტად შეაყვარებს მას.

მოგვიანებით ოგა აღმოჩენს რაღაც ნიშანს თავისი მარჯვენა ხელზე. ჰილდა მას აუხსნის რომ ეს ნიშანი ბუზების მეფის ბეჭედია, უფრო ცნობილი როგორც ზებულის შელოცვა და იგი უნდა ემსახუროს სამეფო ოჯახს როგორც მათი გერბი. ბეჭდის გამოჩენა ნიშნავს რომ ოგამ საბოლოოდ დადო კონტრაქტი ბეელთან. ჰილდა ასევე განმარტავს , რომ რაც უფრო ბოროტი იქნება ბეჭდის მატარებელი, ბეჭედი უფრო დახვეწილი და ძლიერი გახდება. ოგა შეეცდება თავიდან აიცილოს ამ ბეჭდის გაძლიერება სხვა ძლიერ სტუდენტების თავიდან აცილების გზით მაგრამ ეს არ გამოუვა რადგან ტოჰოშინკის მეორე წევრი, ჰიმეკავა დაიჭერს ჰილდას და მის საუკეთესო მეგობარ ფურუიჩის. ოგა შეაღწევს ჰიმეკავას ბაზაზე მისი მეგობრების გადასარჩენად და ზებულის აფეთქების შელოცვით ჰიმეკავას დაამარცხებს. ბეჭდის გამოყენება იწვევს ბეჭდის ზომაში გაზრდას და ახლა იგი ოგას მთლიან ხელზეა გადაჭიმული. ჰილდა ამბობს, რომ შელოცვის მიერ გამოყენებული ენერგია უბრალოდ ადამიანს გააგიჟებდა.

პარკში სიარულისას ოგა ხვდება გოგონას სახელად აოის და მის ძმას კუტას. ოგას მაშინვე მოეწონება ეს გოგო და სთხოვს რომ წავიდეს მასთან ერთად სასეირნოთ რასაც ცუდად გაიგებს აოი და ეს დარჩება მის გულში სამუდამოდ. ოგა ეუბნება ბეელს რომ ეჩხუბოს კუტას, რაზეც კუტა დათანხმდება და ადვილად დაამარცხებს ბეელს. ეს ბრძოლა ბავშვებს შორის დიდ დაპირისპირებას გამოიწვევს. მოგვიანებით გაირკვა, რომ აოი, რომელიც მთელი დროის განმავლობაში იყო შენიღბული, სინამდვილეში არის აოი კუნიედა, წითელი კუდების ლიდერი და ტოჰოშინკის კიდევ ერთი წევრი.

აოი რომელიც სკოლაში არ დადიოდა მანგის წინა ეპიზოდებში, დაბრუნდება სკოლაში ოგას გამო, მის დასამარცხებლად რათა ტაცუმიმ მეტი პრობლემა აღარ შეუქმნას სკოლას. როცა აოი ოგას შეხვდება მიხვდება რომ ეს ის ოგაა რომელიც პარკში გაიცნო მაგრამ ტაცუმი მას ვერ ცნობს .მას შემდეგ, რაც ის ორჯერ აცილებს მის შეტევას, ტაცუმი ამჩნევს ბეელის ინტერესს აოის მიმართ და სთხოვს მას გახდეს ბეელის დედა. მიუხედავად იმისა რომ ოგა გულისხმობს მისი მოვალეობის შეცვლას ამას აოი ცუდად გაიგებს როგორც პარკში მოხდა. ბრძოლა მომავლისთვის გადაიდო. ამასობაში ჰილდა მოვა და ბეელს საკვებ რძეს მოუტანს. მკ5 გამოჩნდება ისტორიაში მაგრამ მალევე დამარცხდება. ბრძოლის მერე ბეელი იგრძნობს რაღაცას და აღმოაჩენს რომ ეს გრძნობა იქნება ტოჰოშინკის ბოლო წევრიდან, ტოჯოდან მომდინარე. რასაც ოგა ვერ ხვდება.

აოი შემთხვევით შეესწრება ოგას და ჰილდას ბრძოლას მკ5-თან და დაიჯერებს ჭორებს იმაზე, რომ ოგა და ჰილდა ცოლ-ქმარი არიან. ჰილდა აოის ბრძოლაში გამოიწვევს რათა გაარკვიოს თუ რამდენად ძლიერია აოი. ბრძოლა მალევე დასრულდება და ჰილდა მიხვდება რომ აოი ოგასავით ძლიერი არ არის. პარალელურად ოგას ჩიაკი და ნენე უპირისპირდებიან.

აოის ორი კლასელი გოგონა გააგებინებს, რომ ისინი ოგამ სცემა. აოი ებრძვის ოგას მისი კლასელების შურის საძიებლად, მაგრამ ოგას ჰგონია რომ მას ბეელის მშობლად უნდა გახდომა. ამავდროულად ნენე გაიღვიძებს და გაიქცევა აოისკენ რათა გააგებინოს რომ ეს ორი გოგონა მკ5-ია და აოის ხაფანგი დაუგეს. მკ5 აჩერებს ყველას ვინებიც ცდილობდნენ გაეჩერებინათ აოის და ოგას ბრძოლა. ნენეს სადაცაა მკ5-მა უნდა ესროლოს მაგრამ გამოჩნდება ნაცუნე და შეებრძოლება მკ5-ს რათა საშუალება მისცეს ნენეს აოის მოუყვეს ყველაფერი. იგი დააგვიანებს, აოიმ უკვე დაამარცხა ოგა და იგი ზუსტ დროს მივა მივას და იკარის დასამარცხებლად.

ოგა მოულოდნელად დგება და იოლად ამარცხებს იკარის და მივას. შემდეგ ნაჩვენებია, რომ ფურუიჩი და ჰილდა მთელი ამ დროის განმავლობაში უყურებდნენ. ოგა, ფურუიჩი, ჰილდა და ბავშვი ბეელი მიდიან სანაპიროზე ტოჯოს საძებნელად, რათა გადასცენ მას ბავშვი ბეელი, მათ არ იციან, რომ ეს არის კანზაკისა და ჰიმეკავას შეთქმულება, რომელთაც სურთ რომ, ტოჯო და ოგა ერთმანეთს შეებრძოლონ. აოი ასევე მიდის სანაპიროზე, რათა გააფრთხილოს ოგა ტოჯოს სიძლიერის შესახებ. ოგას და მის ჯგუფს უჭირს ტოჯოს მოძებნა და დიდ დროს ხარჯავენ ამაში. ოგა გადაწყვეტს, რომ ტოჯოს წერილი დაუტოვოს და დუელში გამოწვიოს. წერილს ტაცუმი აოის მიანდობს. აოი შეეცდება წერილის დახევას მაგრამ ტოჯოს ერთ-ერთი თანამშრომელი იპოვის მას. დუელი დანიშნული იყო საღამოს 5 საათზე ორ კლდეს შორის. ოგას კიდევ ერთხელ უპირისპირდება MK5, მაგრამ სწრაფად ამარცხებს მათ და დუელზე გვიან მიდის. ტოჯომ დატოვა შეხვედრის ადგილი რამდენიმე ბაიკერების დაჯგუფების დამარცხების შემდეგ, რაც ოგას მიცემს იმის სურვილს რომ ტოჯო მოძებნოს. მოგვიანებით ბეელი ხდება ცუდად. მალევე ოგას ბეჭედი ქრება და იმავე ღამეს ბეელიც. ჰილდა გააგდებს ოგას სახლიდან და დაავალებს ბეელის მოძებნას დემონების სამყაროში. ოგა მიდის ბეელის საძებნელად და შეხვდება ტოჯოს რომელსაც ბეელი ჰყავს ზურგზე. ისინი იჩხუბებენ. ტოჯო ამ დუელში გაიმარჯვებს და სთხოვს ოგას რომ როდესმე ისევ შერკინებოდნენ ერთმანეთს. როგორც კი ოგა სახლში მივა ის დაინახავს ჰილდას დემონ ექიმთან, ფურუკასთან და მის თანაშემწე, ლამიასთან ერთად. ფურუკასი ამბობს, რომ ბეელის ეს ცუდად ყოფნა თავისი ძალების ზედმეტად გამოვლინების გამოა და მას სურს დაიცვას ოგა რადგამ არ სურს რაიმე ცუდი მოუვიდეს მას. შემდეგ ლამია ოგას უკეთებს წამალს რომელიც ბეელს და ოგას შორის კავშირს აღადგენს. კავშირის აღდგენის მერე ოგა მიდის ტოჯოსთან სხვა სამი ტოჰოშინკის დახმარებით. როგორც კი ის მივა ტოჯოსთან ბეელი ხდება კარგად და უბრუნდება ოგას. ტოჯო და ოგა ისევ შეებრძოლებიან ერთმანეთს ამჯერად კი ოგა გახდება გამარჯვებული, ხოლო ბეელის ძალის გამოვლინება გაანადგურებს იშიამას.

სკოლის დანგრევის გამო იშიამას მოსწავლეებს უწევთ მეორე წმინდა იშიამას სკოლაში წასვლა. თავდაპირველად მათ ცუდად ეპყრობოდნენ, მაგრამ ფრენბურთის მატჩის მერე ასეთი მოქცევები მათ მიმართ შეწყდა. ოგა მატჩის დროს გამოიყენებს თავის დემონურ ძალას რადგან მას შეეწინააღმდეგება ერთ-ერთი მოთამაშე, რაც მათი თამაშის ხრიკი იყო. პრეზიდენტი თავადაც დემონი აღმოჩნდა.

მალე ახალი მასწავლებელი ჩაანაცვლებს იმ მასწავლებელს, ვინც ასწავლის იშიამას ჯგუფს. კლასში მისვლამდე ის გათიშავს ტოჯოსაც და ოგასაც და მათ მიათრევს კლასში. მასწავლებელი ზენჯირო საოტომე აღმოჩნდება ძალიან ძლიერი ჯადოქარი, რომელიც გაწვრთნის ოგას და გახდის მას ძალიან ძლიერს. ოგა მიდის დემონების სამყაროში და ამარცხებს დემონებს. ამბის დასასრულში ოგა მოდის დემონების სამყაროდან და მას ზურგზე სხვა ბავშვი ყავს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება