ბელარიანიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ლეჩხუმიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრად ძალიან თხლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ კონუსური ფორმის, ხშირად პატარა ფრთით, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი, მუქი-წითელი, სქელი და მკვრივკანიანი, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანი აქვს, წვენი უფერული, გემო— სასიამოვნო მომჟავო-მოტკბო.

ბელარიანი საშუალო ზრდის ვაზის ჯიშია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 112-125 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა საშუალოდ 7.5 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 69