ბეზობრაზოვების აგარაკი
ბეზობრაზოვების აგარაკი (რუს. Дача Безобразовых) — მინიატურული ვილა ან აგარაკი, მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის ჟერნოვკის რაიონში, მისამართზე: ირინოვსკის პროსპექტი, სახლი 9.
ბეზობრაზოვების აგარაკი Дача Безобразовых | |
---|---|
კოორდინატები | 59°57′09″N 30°27′27″E / 59.952512° ჩ. გ. 30.457385° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
არქიტექტორი | ჯაკომო კვარენგი |
თარიღდება | 1780 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
რედაქტირებაXVIII საუკუნის შუა წლებში მდინარე ლაპკის გაყოლებაზე მიწები ეკუთვნოდა ანდრეი ნარტოვს. ქვის შენობები ააშენეს 1780-იან წლებში მიხეილ დონაუროვის ხელმძღვანელობით, რომელიც ერთ ხანს მდივნად მუშაობდა იმპერატორ პავლე I-თან. მშენებლობა მიმდინარეობდა პალადიანიზმის მოტივებით და შეიმუშავა ჯაკომო კვარნეგიმ.
საზეიმო ინტერიერი და ღუმელი გადაღებულია რევოლუციამდელ ფოტოებზე. თაბაშირის კედლები უკავია დიდ პანოს, რომელზეც გამოსახულია გატჩინოს სასახლე, მოხატული იყო ასევე საძინებლის კედლები. აგარაკი გარშემორტყმული იყო პეიზაჟური ბაღით და ჭაობით.
1838 წელს ქონება შეიძინა გენერალმა ეკატერინა ალექსანდრეს ასულმა სუხოზანეტმა (თავად ალექსანდრე ბელოსელსკი-ბელოოზერსკის ქალიშვილმა), საკუთარი ქალიშვილის ანასათვის, რომელიც ცოლად გაჰყვა ნიკოლაი ბეზობრაზოვს. ახალი მფლობელების მიხედვით აგარაკმა მიიღო დღევანდელი სახელწოდება.
XX საუკუნის დასაწყისში ბეზობრაზოვები არ ცხოვრობდნენ აგარაკზე, ხოლო მიწის ნაკვეთები დამსვენებლებზე გააქირავეს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აგარაკი დაცემას განიცდის. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაზარალდა ბაღები.
საბჭოთა პერიოდში შენობა ჯერ კლუბად გადააკეთეს, შემდეგ მასში განათავსეს „ნარკომპროსის“ სამუზეუმო განყოფილება. 30-იან წლებში კი აგარაკი სხვადასხვა უტილიტრული ფუნქციებით გამოიყენებოდა, შენობა ნაწილობრივ გადააკეთეს და 1940 წელს დაცვა მოუხსნეს, თუმცა 1950 წელს კვლავ აიყვანეს დაცვის ქვეშ და ორჯერ გაარემონტეს. უკანასკნელი რესტავრაცია დასრულდა 1980-იან წლებში.
აგარაკი წარმოადგენს სანქტ-პეტერბურგის ტერიტორიაზე მდებარე ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურულ ძეგლს რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2001 წლის 10 ივლისის № 527 ბრძანების თანახმად.