ბახტრიონის ეკლესია
ბახტრიონის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორბალოს სამხრეთ-აღმოსავლეთით. აგებულია XIX საუკუნეში.
ეკლესია დარბაზულია (13,2X6,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურის რიგების მონაცვლეობით. კედლები შიგნით შელესილია. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. აღმოსავლეთით დარბაზისაგან ფართო მხრებით გამოყოფილი წრიული შვერილი აფსიდია. აფსიდში ორი მაღალი თაღოვანი სარკმელია.
დასავლეთის ფრონტონის წვერზე გეგმით კვადრატული, ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი აგურის ვიწრო სამრეკლოა დადგმული. თაღები კუთხის კუთხის სწორკუთხა ბურჯებზეა გადაყვანილი. ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. გადახურულია ღარიანი კრამიტით. 2008 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2. თბ., 2004.