ბაღის სამლოცველო (რუს. Часовня «Ясли») — ყოფილი მართლმადიდებლური სამლოცველო ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობდა ტაგანროგის ერთ-ერთ საბავშვო სახლთან. აგებულია 1895 წელს. დაანგრიეს 1920-იან წლებში.

ბაღის სამლოცველო

ქალაქისთავის აღმართი, სადაც მდებარეობდა სამლოცველო

ბაღის სამლოცველო — რუსეთი
ბაღის სამლოცველო
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტაგანროგი
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) უცნობია
თარიღდება 1895

XIX საუკუნის დასაწყისში ტაგანროგში გახშირდა შემთხვევები, როდესაც დედები ახალშობილ შვილებს ქუჩაში ტოვებდნენ.

ივანე ანდრეის ძე ვარვაცის შვილიშვილმა მარკ ნიკოლოზის ძე კომნინო-ვარვაციმ გაიღო ხუთი ათასი რუბლი და შესთავაზა საზოგადოება „იასლის“ მესვეურებს მიტოვებული ბავშვების გადარჩენა. ოთხი წლის ასაკის ზემოთ ბავშვებს აგზავნიდნენ უფროსი ასაკის ბავშვთა სახლში[1].

1890 წლის 8 თებერვალს შედგა ბავშვთა სახლის გახსნა. დაარსების დღიდან იგი განთავსებული იყო ლაკიერის სახლში ალექსანდროვის ქუჩაზე (ამჟამად ჩეხოვის 96), მისი დამფუძნებლები კი იყვნენ - ე. მ. ლაკიერი და რ. ა. ხრეშატიცკი[1]. ბერძნული მონასტრის არქიმანდრიტთან თანამშრომლობით აღესრულა შენობის წყლით კურთხევა და მთელ შენობას ნაკურთხი წყალი მოაპკურეს. მოწვეული სტუმრებისთვის მასპინძელმა გამართა სადილი. საზოგადოების წევრები ა. მ. სტოროჟენკო, ნ. პ. გუძენკო, ვ. ი. ბესჩინსკი გამოთქვამდნენ სურვილს თავიანთ ანგარიშზე ერთი ბავშვი აეყვანათ აღსაზრდელად[1]. გახსნის პირველ წელს მიიღეს 112 ბავშვი. 1910 წელს ბავშვთა სახლში იყო 43 აღსაზრდელი[1].

1894 წელს საზოგადოება „იასლი“ გადავიდა ახალ შენობაში უსპენსკის შესახვევში (ამჟამად დობროლიუბოვის ქუჩა, 2), სადაც ხორბლის მსხვილმა ექსპორტიორებმა, ძმებმა ბენიამინ და იოანე ბესჩინსკიებმა თავისი სახსრებით ააშენეს აგურის სამლოცველო[1]. კარის ეკლესიის კურთხევა მოხდა 1895 წლის 14 ნოემბერს და ეძღვნებოდა მათი საიმპერატორო უდიდებულესობის ქორწინების წლისთავს[1].

სამლოცველო იდგა ფლატის ახლოს ქალაქისთავის აღმართზე, თანამედროვე შმიდტის ქუჩის პირდაპირ[2]. ყოველ ქალს, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო უარს ამბობდა თავის შვილზე, შეეძლო იგი დაეტოვებინა აღნიშნულ ბავშვთა სახლში. ბავშვები აღნიშნულ სახლში იზრდებოდნენ ოთხ წლამდე , ხოლო შემდეგ იგზავნებოდნენ ნიკოლაევსკის უფროსი ასაკის ბავშვთა სახლში[2].

ბაღის სამლოცველო დაანგრიეს საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1920-იან წლებში. ყოფილი საბავშვო სახლის ადგილზე ამჟამად მდებარეობს საცხოვრებელი სახლი (დობროლიუბოვის შესახვევი, 2-ა და 2-ბ)[2]. აღნიშნული სამლოცველოს ფოტოსურათი არ შემონახულა[2].

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Гаврюшкин О.П. Отблески золотых куполов. История таганрогских церквей и захоронений христианского кладбища. — Таганрог: 1999. — С. 116-117. — ISBN 5-87612-016-2.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Гаврюшкин О. П., Киричек М. С. Часовня «Ясли» // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 777. — ISBN 978-5-88040-064-5.