ბაქოს ჯაზის ცენტრი დაარსდა 2002 წელს. შეიქმნა აზერბაიჯანული ჯაზის კულტურის გაუმჯობესებისა და შენარჩუნებისთვის. ცენტრში მუშაობენ ჯაზ-მუსიკოსები და შემსრულებლები, რომლებიც მუშაობენ ჯაზის სხვადასხვა სტილში. ზოგჯერ ჯაზის ცენტრში დიდ ეკრანზე აისახება ჯაზური კონცერტები და ფილმები.[1]

აზერბაიჯანში ჯაზის გამოჩენა და მისი გაუნჯობესობა იწყება მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც ბაქომ, რომელიც იყო ცნობილი როგორც მსოფლიოში ნავთობის მოპოვების ნახევრის მწარმოებელმა, გადაიტანა ეკონომიკის აღდგენა. იმ დროს აზერბაიჯანში ჩნდებიან ყველაზე გამოჩენილი ბიზნესმენები, არქიტეტორები, ვაჭრები, მეცნიერები, როგორც ეროვნული, ასევე უცხოელი მხატვრები, ასევე აზერბაიჯანში ჩნდება მუსიკის ახალი მიმართულებების ტალღები. აზერბაიჯანელმა კომპოზიტორებმა ნიაზიმ და ტოფიკ გულიევმა 1938 წელს შექმნეს პირველი ჯაზის ორკესტრი ბაქოში.

ბაქოს საერთაშორისო ჯაზის ფესტივალი 2011
ბაქოს საერთაშორისო ჯაზის ფესტივალი 2011

პირველი ჯაზი - ფესტივალი ბაქოში ჩატარდა 1969 წელს. შესვენების შემდეგ ტრადიცია დაბრუნდა 2005 წელს და დღემდე გრძელდება.[2] ბაქოს ყოველწლიური ფესტივალი იწვევს ჯაზის ვარსკვლავებს მთელი მსოფლიოდან. აზერბაიჯანელი ჯაზ შემსრულბლები არიან საერთაშორისო ჯაზ ფესტივალებისა და კონკურსების ლაურეატები და გამარჯვებულები. აზერბაიჯანში არიან ნიჭიერი შემსრულებლები ისეთები, როგორებიც არიან ვაგიფ მუსტაფაზადე და რაფიკ ბაბაევი.[3]

  1. Theatres, cinemas, concert halls of Baku — National Tourism Promotion Bureau, 2017.
  2. Azerbaijan's traditional music back from brink
  3. „РАФИК БАБАЕВ - 70“. jazz dünyası. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07. ციტირების თარიღი: 2019-03-11.