ბაქოს სროლის ცენტრი

ბაქოს სროლის ცენტრი (აზერ. Bakı atıcılıq mərkəzi) — მრავალფუნქციური ცენტრი, რომელიც განკუთვნილია ტყვიით სროლაში ვარჯიშისა და შეჯიბრებების ჩასატარებლად. ცენტრი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბილაჯარის ტერიტორიაზე. ცენტრის საერთო ფუნქციონალური ზონების ფართობი 123 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება, ხოლო ცენტრის მთლიანი ტერიტორია 19,6 ჰექტარს შეადგენს[1].

ბაქოს სროლის ცენტრის ღია სროლის ზოლი იტევს 500 მაყურებელს, ხოლო დახურული სროლის დარბაზი — 1200 მაყურებელს.

მშენებლობა და სტრუქტურა

რედაქტირება

ბაქოს სროლის ცენტრი განკუთვნილია სროლის შეჯიბრებების ჩასატარებლად 10, 25, 50 და 300 მეტრის დისტანციებზე.

დახურული სროლის დარბაზში ერთდროულად 80 სპორტსმენს შეუძლია იასპარეზოს. ნახევრად დახურული ტირი — ერთდროულად 50 სპორტსმენი და 346 სკამი მაყურებლებისთვის, ნახევრად დახურული ტირი — ერთდროულად 80 სპორტსმენს ემსახურება.

ყველა დარბაზი აღჭურვილია Sius Ascor-ის (შვეიცარია) უახლესი ელექტრონული სისტემებით, რომლებიც ავტომატურად ამუშავებენ სროლის შედეგებს, ქულებს და ინფორმაციას გადასცემენ მონიტორებსა და საკონტროლო ცენტრს.

ცენტრში განთავსებულია: კაფე და სადამკვირვებლო გემბანები, სავარჯიშო და შეჯიბრების დარბაზები, მოსამართლეთა ოთახები, სამედიცინო კაბინეტი და დოპინგის კონტროლის ოთახი[2].

ღონისძიებები

რედაქტირება

2015 წლის პირველი ევროპული თამაშები — ბაქოს სროლის ცენტრმა უმასპინძლა სროლის შეჯიბრებებს[2].

ისლამიადა — გაიმართა სროლის შეჯიბრებები, რომელშიც მონაწილეობდა 26 ქვეყნის 210 სპორტსმენი[3].