ბაქოს ეშმაკის ბორბალი
ბაქოს ეშმაკის ბორბალი (აზერ. "Seytan çarxı" attraksionu) — 60 მეტრის სიმაღლის ეშმაკის ბორბალი, მდებარე აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ზღვისპირა ეროვნული პარკის ახალ ბულვარულ ნაწილში, გაჭიმულია სახელმწიფო დროშის მოედნამდე.
ბაქოს ეშმაკის ბორბალი "Seytan çarxı" attraksionu | |
---|---|
მდებარეობა | ბაქო, აზერბაიჯანი |
მასალა | Dutch Wheels |
სიმაღლე | 60 მ |
გახსნის თარიღი | 2014 10 მარტი |
თარიღდება | 2013-2014 |
მდგომარეობა | გახსნილია |
ისტორია
რედაქტირებამშენებლობა დაიწყო 2013 წლის სექტემბერში ჰოლანდიური ფირმის Dutch Wheels პროექტის მიხედვით.[1] მანამდე კი, სადამკვირვებლო ბორბალი, რომლის სიმაღლე მხოლოდ 30 მეტრი იყო, უკვე ფუნქციონირებდა ბაქოში.[2] მოლოდინი იყო, რომ ეშმაკის ბორბალი იქნებოდა მიღებული ექსპლუატაციაში 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში.[2][3] დაგვიანების მიზეზი გაახმოვანა მინისტრთა კაბინეტთან არსებული ზღვისპირა ბულვარის მმართველობის უფროსის მოადგილემ ნაზიმ მეჯიდოვმა, მისი განცხადებით ბორბალს ესაჭიროებოდა მრავალი შემოწმება. 2014 წლის თებერვალში ჰოლანდიურმა კომპანიამ, რომელიც სპეციალიზებულია ეშმაკის ბორბალის გამოცდით მიიღო ექსპლუატაციაში გარკვეული ტესტების ჩატარების შემდეგ.[3]
საბოლოოდ, 2014 წლის 10 მარტს, სადამკვირვებლო ბორბალი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა.[1]
2014 წლის 12 მარტს, 11 საათზე ეშმაკის ბორბალი გაიხსნა როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის, ასევე დედაქალაქის სტუმრებისათვის.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Ильхам Алиев принял участие в церемонии открытия современного аттракциона-панорамы в новой бульварной части Приморского национального парка
- ↑ 2.0 2.1 Новое «чёртово колесо» диаметром 60 м на территории нового Бакинского бульвара будет сдано в эксплуатацию в ноябре. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-17. ციტირების თარიღი: 2018-02-24.
- ↑ 3.0 3.1 Почему задерживается открытие "чертова колеса" в Баку?
- ↑ Панорама Баку с нового «Чертового колеса»