ბაქოს ეკონომიკური რეგიონი

ბაქოს ეკონომიკური რეგიონი (აზერ. Bakı iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ცენტრი, რომლის ფართობია 2140 კმ².

1991 წლიდან 2021 წლამდე ქალაქ ბაქოს ტერიტორია აფშერონის ეკონომიკური რეგიონის ნაწილი იყო.

ბაქოს ეკონომიკური რეგიონი შეიქმნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2021 წლის 7 ივლისის ბრძანებულებით „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ეკონომიკური რეგიონების ახალი დაყოფის შესახებ“[1].

ძირითადი განვითარებადი ინდუსტრიები მოიცავს ნავთობგადამამუშავებელ მრეწველობას, საერთაშორისო ვაჭრობას, საინჟინრო, ქიმიურ, კვების და ტექსტილის მრეწველობას[2].