ბაქარ გიგინეიშვილი

ბაქარ კონას ძე გიგინეიშვილი(დ. 16 მარტი, 1933, ბათუმი — გ. 1 ოქტომბერი, 1997, თბილისი), ქართველი ენათმეცნიერი, ქართველური და კავკასიური ენების, ზოგადი ენათმეცნიერების სპეციალისტი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1975).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1956). მისი ძირითადი შრომები ეხება ქართველურ შედარებით ენათმეცნიერებასა და ეტიმოლოგიას, კავკასიურ ენათმეცნიერებას, ძველი ქართული ენასა და ფილოლოგიას, ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების მეთოდიკას. გიგინეიშვილი ავტორია მონოგრაფიისა "დაღესტნური ენების შედარებითი ფონეტიკა" (1977), ერთ-ერთი გამომცემელი X საუკუნის უმნიშვნელოვანესი ძეგლების - "შატბერდის კრებულისა" (1979) და ბიბლიის ძველი ქართული თარგმანებისა (1989-1990), რომელთაც დაურთო მნიშვნელოვანი გამოკვლევები. იგი თანამიმდევრულად და შედეგიანად იყენებს ისტორიულ-შედარებით მეთოდს თანამედროვე ენათმეცნიერების მიღწევების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს ქართველური და კავკასიური ენების ფონოლოგიაში, მორფოლოგიასა და ლექსიკაში.

ლიტერატურა

რედაქტირება