ბაქაი-ათის რაიონი
ბაქაი-ათის რაიონი (ყირგ. Бакай-ата району) — რაიონი ყირგიზეთში, შედის თალასის ოლქის შემადგენლობაში. შეიქმნა 1936 წელს. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბაქაი-ათა (ყოფილი ლენინოპოლი).
ბაქაი-ათის რაიონი Бакай-ата району | |
ქვეყანა | ყირგიზეთი |
---|---|
ადმ. ცენტრი | Bakay-Ata |
კოორდინატები | 42°28′59″ ჩ. გ. 71°55′00″ ა. გ. / 42.4833306° ჩ. გ. 71.9166694° ა. გ. |
დაარსდა | 2 სექტემბერი, 1936 |
ფართობი | 2928 კვადრატული კილომეტრი |
მოსახლეობა | 44057[1] კაცი (2009) |
ეროვნული შემადგენლობა |
ყირგიზები-99,2% რუსები-0,3%[1] |
სასაათო სარტყელი | UTCUTC+6 |
ისტორია
რედაქტირებადაარსდა 1936 წელს, სახელწოდებით — ლენინოპოლის რაიონი. 1992 წელს, რაიონს სახელი გადაერქვა და ეწოდა ბაქაი-ათის რაიონი.
მოსახლეობა
რედაქტირება2009 წლის აღწერის მიხედვით, რაიონის 44 057 მხოვრებიდან ყირგიზი იყო 43 697, რუსი — 148, სხვა ეროვნების — 230 ადამიანი[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ყირგიზეთის ეკონომიკური რუკა დაარქივებული 2009-08-02 საიტზე Wayback Machine.