ბატაისკის ამაღლების ტაძარი

ბატაისკის ამაღლების ტაძარი (რუს. Храм Вознесения Господня) — მართლმადიდებლური ტაძარი ქალაქ ბატაისკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1872 წელს.

ბატაისკის ამაღლების ტაძარი
ბატაისკის ამაღლების ტაძარი — რუსეთი
ბატაისკის ამაღლების ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ბატაისკი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1872

ტაძრის მისამართი: 346889, რუსეთი, როსტოვის ოლქი, ქალაქი ბატაისკი, ციმლიანის ქუჩა № 16ა / უკრაინის ქუჩა № 156ბ.

  გარე სურათები
  ეკლესიის დანგრეული სამრეკლო
  ეკლესიის თანამედროვე სახე

ამაღლების ტაძარი ააგეს 1872წელს სოფელ კოისუგში (ამჟამად ბატაისკის ნაწილი). ტაძარი იყო ხის და იდგა აგურის ცოკოლზე. მას ჰქონდა ხუთი გუმბათი: ერთი დიდი და ოთხი პატარა. ამაღლების ეკლესიის სამრეკლო აგურისგან იყო აშენებული. წმინდა სინოდის სამეურნეო განყოფილების დოკუმენტების თანახმად 1910 წლის მდგომარეობით ტაძრის შემადგენლობაში შედიოდა სკოლა, სადარაჯო, კელია და სათავსო[1].

1930-იან წლებში ამაღლების ტაძარი დახურეს და დაანგრიეს. დღემდე შემორჩენილია მხოლოდ სამრეკლოს პირველი სართული.

1989 წელს სსრკ-ის გარდაქმნის წლებში დარეგისტრირდა ამაღლების ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი და 1990 წელს ყოფილი საეკლესიო ბაღის ტერიტორიაზე დაიწყეს ამაღლების ეკლესიის აღდგენა ბორის ვინიკოვის პროექტის მიხედვით. 1995 წლის 4 ნოემბერს აღესრულა პირველი საღვთო ლიტურგია[2]. 2006 წელს ააშენეს ახალი სამრეკლო და აღჭურვეს ზარებით. ეკლესიის სამშენებლო სამუშაოები სრულიად დასრულდა 2006 წელს და ამავე წლის 5 სექტემბერს აკურთხეს.

ტაძრის წინამძღვარია ვალერი შილჩენკო[3].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. История храма. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-10. ციტირების თარიღი: 2017-04-06.
  2. История прихода
  3. Иерей Валерий Шильченко