ბასტილიის ოპერის თეატრი
ოპერა ბასტილია, ასევე ბასტილიის ოპერის თეატრი (ფრანგ. opéra de la Bastille, ან ხშირად opéra Bastille) — საოპერო თეატრი ბასტილიის მოედანზე პარიზში, პარიზის ეროვნული საოპერო თეატრის მთავარი დარბაზი, რომლის დანიშნულება გარნიეს სასახლის შეცვლა იყო 1989 წელს. თუმცა საოპერო წარმოდგენები კვლავ ტარდება ძველ შენობაში, რომელსაც ასევე საბალეტო წარმოდენებისთვის იყენებენ.