ბარლაამწმინდა

(გადამისამართდა გვერდიდან ბარლაამის მონასტერი)

ბარლაამწმინდაშუა საუკუნეების ქართული სამონასტრო კომპლექსი თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ჰათაის პროვინციაში, იაილადაღის რაიონში. შემორჩენილია ნანგრევები. მდებარეობს სირიის საზღვრის მახლობლად. მახლობელ ქალაქ იედითეფედან, იქამდე მისაღწევ ერთადერთ გზას წარმოადგენს 2.5 საათის ფეხით სავალი ბილიკი.

მონასტრის ნაშთები

ძვ. წ. III საუკუნეში, სელევკიდების ზეობისას, მონასტრის ადგილას არსებობდა დორიული ტაძარი. IV საუკუნეში ამ ადგილას მოვიდა წმინდა ბარლაამი, გაანადგურა იქ მდგარი ზევსის ქანდაკება და დააარსა ბერების საზოგადოება. VI საუკუნეში, მონასტრის სამხრეთ კუთხეში, აშენდა ეკლესია. თუმცა იგი მალევე, 526 წლის ანტიოქიის მიწისძრვის შედეგად დაინგრა. მონასტერი აშენდა 950-1050 წლებში, ქართველი ბერ-მონაზვნების მიერ. ფუნქციონირებდა 1268 წლამდე. მას შემდეგ მიტოვებულია.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება