ბარტოლომეუ დიაში
(გადამისამართდა გვერდიდან ბართოლომეუ დიაში)
ბართოლომეუ დიაშ დი ნოვაიში (პორტ. Bartolomeu Dias de Novaes) (დაახ. დ. 1450 — გ. 1500) — პორტუგალიელი მეზღვაური-მკვლევარი. 1487 წელს ინდოეთისკენ საზღვაო მარშრუტის ძიებისას პირველი ევროპელი გახდა, რომელმაც აფრიკას სამხრეთიდან შემოუარა. აღმოაჩინა კეთილი იმედის კონცხი.