ბარენტუ (ტიგრ. ባረንቱ, ინგლ. Barentu) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ერიტრეაში, რომელიც მდებარეობს ქალაქ აკორდატის სამხრეთით. მოსახლეობა — დაახლოებით 21 000 ადამიანი (2005 წელი). ეს კუნამას ხალხის მთავარი ქალაქია. ქალაქი მდებარეობს ერიტრეის გაშ-ბარკის პროვინციაში და მისი ადმინისტრაციული ცენტრია.

ქალაქი
ბარენტუ
ტიგრ. ባረንቱ
ქვეყანა ერიტრეის დროშა ერიტრეა
პროვინცია გაშ-ბარკა
კოორდინატები 15°07′00″ ჩ. გ. 37°36′00″ ა. გ. / 15.11667° ჩ. გ. 37.60000° ა. გ. / 15.11667; 37.60000
ცენტრის სიმაღლე 1012 მეტრი
მოსახლეობა 21 000 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC+3
ბარენტუ — ერიტრეა
ბარენტუ

ქალაქი იყო რეგიონის სამთომომპოვებელი და სასოფლო-სამეურნეო ცენტრი. ქალაქმა განიცადა მნიშვნელოვანი ნგრევა ეთიოპია-ერიტრეის კონფლიქტის დროს, მაგრამ შემდეგ ის აღდგა.