ბარდის მავზოლეუმი
ბარდის მავზოლეუმი (აზერ. Bərdə türbəsi), ასევე ცნობილი როგორც „ალაჰ-ალაჰის“ ტიურბე (აზერ. «Allah-Allah» türbəsi) — აზერბაიჯანის ქალაქ ბარდაში განლაგებული მავზოლეუმი, რომელიც შედგება მიწისქვეშა აკლდამისგან და ათწახნაგოვანი ფორმის მისაძინებელი საკნისგან რამდენიმე შესასვლელით.[1]
ბარდის მავზოლეუმი | |
---|---|
მავზოლეუმი ააშენა ხუროთმოძღვარმა აჰმედმა, ნახიჩევანელი არქიტექტორის ჰაფიზ ეიუბის შვილმა | |
მდებარეობა | ბარდა, აზერბაიჯანი |
მიძღვნილია | 1322 |
მავზოლეუმის ისტორია
რედაქტირება1322 წელს მავზოლეუმი ააშენა ხუროთმოძღვარმა აჰმედმა, ნახიჩევანელი არქიტექტორის ჰაფიზ ეიუბის შვილმა.
ძეგლი აღიწერა აღმოსავლეთმცოდნე ბ. ა. დორნოს მიერ 1861 წელს მისი კავკასიაში მოგზაურობის დროს. აღმოსავლეთმცოდნე აღნიშნავდა, ძირითად ფასადზე წითელი აგურის ფონზე ლურჯი მინანქრით გამოყვანილი კუფური წარწერების არსებობას, ასევე, მავზოლეუმის შესასვლელის თავზე არაბულ წარწერას ჩვეულებრივი ხელწერით. ამავდროულად, გაკეთდა ძეგლის ჩანახატი „შთამომავალთათვის“, ვინაიდან დორნი თავის გარდაუვალ დაღუპვას ვარაუდობდა – „ძეგლის სიახლოვეში მეზობლად მცხოვრები უმეცარი მაცხოვრებლებისაგან, რომლებიც ძეგლის საძირკველს აგურებს აცლიდნენ“.[2]
აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ მონუმენტის ზედა ნაწილი განადგურდა, ხოლო არაბული დამწერლობით შესრულებული წარწერების ნაწილი წაიშალა. მავზოლეუმის დიდი ხნის განმავლობაში უმეთვალყუროდ დატოვების შედეგად კარიბჭეც განადგურდა, თვითონ მავზოლეუმი კი სავალალო დღეში აღმოჩნდა, ეზოში ხეები გახმა და ამოიძირკვა. ძეგლის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი კერძო პირებმა მიითვისეს და სხვადასხვა სამეურნეო მიზნებისათვის იყენებდნენ.[3]
2011 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განკარგულებით, ბარდაში დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები. ამ დროს აღადგინეს ასევე ბარდის მავზოლეუმიც. მისი რესტავრაცია მოახდინა კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსთან არსებულმა სახელმწიფო სამსახურმა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Мамед-заде К. М. Строительное искусство Азербайджана (с древнейших времён до XIX века) / Научный редактор aкадемик АН Азерб. ССР А. В. Саламзаде. — Баку: Элм, 1983.
- ↑ Б. А. Дорн. Отчет об ученом путешествии по Кавказу и южному берегу Каспийского моря. – 1861., с. 24.
- ↑ „Ильхам Алиев ознакомился с ходом строительных работ, проводимых в Бардинском мавзолее“. ru.president.az (რუსული). ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)