ბაჟანოვის სახლი
ბაჟანოვის სახლი (რუს. Дом Бажанова) — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში. სახლი აშენდა 1909 წელს სავაჭრო და სამრეწველო პარტნიორების ბაჟანოვისა და ჩუვალდინის დაკვეთით არქიტექტორ პავლე ალეშინის მიერ. ძეგლი მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში, მარატის ქუჩის 72 ნომერში.
ბაჟანოვის სახლი Дом Бажанова | |
---|---|
კოორდინატები | 59°55′12″N 30°20′37″E / 59.920036° ჩ. გ. 30.343481° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
არქიტექტორი | პაველ ალეშინი |
სტილი | თანამედროვე |
თარიღდება | 1907-1909 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
1907 წლის 12 თებერვალს პავლე ალეშინის პროექტი დამტკიცდა სანქტ-პეტერბურგის საქალაქო მთავრობის ტექნიკური დეპარტამენტის მიერ. ნიკოლაევსკის ქუჩის მთავარი შენობა სამსართულიანი ნაგებობაა. სამი ეზო ერთმანეთან დაკავშირებულია თაღოვანი სავალი გზით. რაც შეეხება ბაჟანოვის სახლი განთავსდა მთავარი შენობის პირველ და მეორე სართულებზე და მიმდებარე შესასვლელების მეორე სართულებზე. მის კომპლექსში შედიოდა ორმოცდაათი ოთახი.
ამ შენობა-ნაგებობების მშენებლობაში დიდი რაოდენობით ახალი პროდუქტი იქნა გამოყენებული, მათ შორის: საყრდენი ბეტონისა და შიდა სართულებისთვის, გათბობა-კონდიცირება ცხელი წყლით. დაიხარჯა მილიონობით რუსული რუბლი. შენობა თანამედროვე სტილში აშენდა. შენობის მშენებლობა და გაფორმება დასრულდა 1909 წლის ბოლოს. შენობა გამოირჩევა მდიდრული შიდა ინტერიერით. ძირითადი შენობის წინა ფასადი გაფორმებულია წითელი გრანიტის ფილებით, რომელიც თავის მხრივ გაფორმებულია ორნამენტებით. ძირითადი შენობის სახურავზე გამოყენებულია მეტალის ფილები. მთელი ფასადი მოპირკეთდა მდიდრული ქვით, რომელიც გაფორმებული იყო ყვავილების ორნამენტებით. ახალი შენობის მშენებლობის პროექტი თავდაპირველად დაევალა ბ. ი. კოკეტსკს, მაგრამ 1906 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა, მან დაამთავრა მხოლოდ სხვადასხვა სართულზე მდებარე შენობის გეგმები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Гашкова Г. Н. Судьба обитателей дома Бажанова. Десятые открытые слушания Института Петербурга. 11-12 января 2003 года.
- Долгова А. И. Дом Бажанова. Памятник петербургского модерна. СПб.: Коло, 2017.
- Ромм М. Д. Улица Марата, 72. Ленинградская панорама. 1988. № 5.
- Ясиевич В. Е. Киевский зодчий П. Ф. Алёшин. Киев. 1966.
- Ясиевич В. Е. Павел Алешин. Советская архитектура, 1969. № 18.
- Ясиевич В. Е. Творческое кредо зодчего. К 100-летию со дня рождения П. Ф. Алёшина. Строительство и архитектура. 1981. № 3.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Дом Бажанова на ФГУП ГИВЦ Минкультуры России. Решение № 1049 от 25.11.1968.
- Архитектор Павел Алёшин. Мемориальный персональный сайт (Украина). დაარქივებული 2010-02-09 საიტზე Wayback Machine.
- Пекный, Глеб. Дом Бажанова (ул. Марата 72). Сайт, посвящённый творчеству архитектора Павла Алёшина. დაარქივებული 2017-06-08 საიტზე Wayback Machine.