ბანდოვანი (კონცხი)
ბანდოვანი (აზერ. Bəndovan burnu; ქართ. ბანდოვან ბურნუ – სიტყვასიტყვით ბანდოვანის კონცხი) — კონცხი აზერბაიჯანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული დაყოფით ქალაქ ბაქოს ყარადაღის რაიონის შემადგენლობაშია. კონცხის ტერიტორიაზე განლაგებულია ბანდოვანის აღკვეთილი.
კონცხი | |
---|---|
ბანდოვანი აზერ. Bəndovan burnu | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
აკვატორია | კასპიის ზღვა |
კოორდინატები | 39°42′12″ ჩ. გ. 49°24′41″ ა. გ. / 39.70333° ჩ. გ. 49.41139° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 11 მეტრი |
გეოგრაფიული დახასიათება
რედაქტირებაშირვანის დაბლობის ყველაზე აღმოსავლეთი ნაწილია. კონცხზე მდებარეობს ამავე სახელწოდების გეიზერული ვულკანი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია კონცხის რელიეფის ფორმირებაში.
კონცხის ყველაზე მაღალი წერტილია — 47,2 მეტრი ზღვის დონიდან,[1] საიდანაც იშლება ლამაზი ხედი კასპიის ზღვაზე.
კონცხის ჩრდილოეთ ნაწილში, ზემო შირვანის არხი მდებარეობს.
ქალაქი
რედაქტირებაჯერ კიდევ 1840 წელს, აზერბაიჯანელი ისტორიკოსი აბასკული აღა ბაქიღანოვი აღნიშნავდა წყალქვეშა ქალაქიის ნარჩენებს, ბანდოვანის ტერიტორიაზე. 1970 წელს, ბანდოვანის კონცხის სანაპიროზე Cაღმოაჩინეს უძველესი ქალაქის ნაშთები, დათარიღებული IX-XIII საუკუნეებით.