ბანგლადეშის გერბი

ბანგლადეშის გერბიბანგლადეშის ეროვნული სიმბოლო, დროშასთან ერთად. იგი ოქროსფერია. გერბის ცენტრში გამოსახულია წყალმცენარე ლილია, რომელიც წყლით იკვებება. ის გარსშემოვლებულია ბრინჯის თავთავებით. ლილიას თავზე ადგას ოთხი ხუთქიმიანი ვარსკვლავის ფიგურა და მათ შორის მოთავსებულია სამფოთლიანი ჯუტი. წყალმცენარე ლილია წარმოადგენს ბანგლადეშის ეროვნულ ყვავილს, რომელსაც შეხვდებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ბრინჯის კულტურა კი არის ბანგლადეშის, როგორც აგრარული ქვეყნის და როგორც, ძირითადი საკვების სიმბოლო.

ბანგლადეშის გერბი
დეტალები

ოთხი ვარსკვლავი თავდაპირველად გადმოსცემდა 1972 წელს მიღებული ბანგლადეშის კონსტიტუციის ოთხ მთავარ პრინციპს, რომელსაც ქვეყნის კონსტიტუცია იცავდა — ნაციონალიზმს, ათეიზმს, სოციალიზმს და დემოკრატიას. ამჟამად, ისინი აღნიშნავენ ნაციონალიზმს, დემოკრატიას, ისლამურ სოციალიზმს და თავად ისლამს.[1].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება