ბანაკის ბაღი
ბანაკის ბაღი (რუს. Лагерный сад) — ბაღი ტომსკის კიროვის რაიონში. მდებარეობს მდინარე ტომის შემაღლებულ სანაპიროზე, მეწყერულ ზონაში. ბაღის ფართობია დაახლოებით 40 ჰა, ზომები 1 300 X 300 მეტრზე.
ისტორია
რედაქტირებაბანაკის ბაღში ადამიანის პირველი დასახლების კვალი ჩნდება პალეოლითის ეპოქაში, 20 ათასი წლის წინ, რაზეც მიუთითებს 1896 წელს აღმოჩენილი ქვის იარაღი და მამონტის ჩონჩხი. ეს აღმოჩენები ამჟამად ინახება ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში. ბაღის ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო ძვ. წ. I ათასწლეულის ნაქალაქარი, XV-XVI საუკუნეების ყორღანული ტიპისა და ძვ. წ. VII-V საუკუნეების მომთაბარეების საფლავები (აღმოჩენები მეცნიერებს ბოლომდე არ გამოუკვლევიათ, რადგან ხალხის სამეურნეო საქმიანობის შედეგად, ჩამოთვლილი ყველა არქეოლოგიური ძეგლი განადგურდა[1]).
ბაღმა სახელწოდება მიიღო XVIII-XIX საუკუნეებში აქ განთავსებული ტომსკის 39-ე ქვეითი პოლკის საზაფხულო ბანაკის გამო. ამ პერიოდისათვის აქ იმართებოდა სამხედრო სწავლებები, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. მაგრამ მოგვიანებით, 1883 წელს ტომსკს განვითარების გეგმის შედგენის შემდეგ, ქალაქი გაიზარდა სამხრეთის მიამრთულებით და ბაღთან ახლოს ააგეს საცხოვრებელი სახლები, ხოლო XIX საუკუნის დასასრულისათვის ბაღი პოპულარული ადგილი გახდა სასეირნოდ და დასვენებისათვის.
თანამედროვე ბაღის აღმოსავლეთ ნაწილში, 1950-იან წლების შუა პერიოდამდე შემორჩენილი იყო სამხედრო საწყობი, მისი ლიკვიდაციის შემდეგ მის ადგილზე ხეები დარგეს.
2010 წლის ზაფხულში, ბაღის ქვემო ტერასაზე მოაწყეს საკონცერტო მოედანი.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- Сад // Томск от А до Я: Краткая энциклопедия города. / Под ред. д-ра ист. наук Н. М. Дмитриенко. — 1-е изд. — Томск: Изд-во НТЛ, 2004. — С. 302-303. — 440 с. — 3 000 экз. — ISBN 5-89503-211-7.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Лагерный сад დაარქივებული 2019-01-27 საიტზე Wayback Machine.
- А. Г. Караваева. Лагерный сад — место памяти, место любви. Архив Томской области.
- Лагерный сад. Фото-ретроспектива
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Славнин В. Д. Томск сокровенный. — Томское книжное издательство, 1991. 328 с.+32 с. вкл., ил. С. 25—32. ISBN 5-7515-0177-2
- ↑ ТВ-2: В Лагерном саду появилась концертная площадка.