ბამბუკის მჭრელის ამბავი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბამბუკის მჭრელის ამბავი (竹 取 物語, Taketori Monogatari) ასევე პრინცესა კაგუიას ამბავი (かぐや姫の物語, Kaguya-hime no Monogatari) - X საუკუნის იაპონური მონოგატარი (ზღაპრული პროზა), იაპონური ფოლკლორის ძეგლი. ითვლება იაპონიის უძველეს პროზაულ თხზულებად, თუმცა უძველესი შემორჩენილი სრული ხელნაწერი 1592 წლით თარიღდება. თხზულება მოგვითხრობს კაგუიაზე - მოკაშკაშე ბამბუკში ნაპოვნ გოგონაზე. [1]

ბამბუკის ტყეში სეირნობისას მოხუცი ბამბუკის მჭრელი სახელად ტაკეტორი ნო ოკინა (竹 取 翁, "მოხუცი ბამბუკების მკრეფელი") ხედავს მოკაშკაშე ბამბუკს. ის ჭრის ბამბუკს და ხედავს ცერისხელა ჩვილ ბავშვს. მას და მის მეუღლეს შვილები არ ჰყავთ, ისინი გოგონას იტოვებენ და ზრდიან როგორც საკუთარ შვილს. მას არქმევენ ნაიოტაკე ნო კაგუია-ჰიმე (な よ た け の か ぐ 姫 ", "მნათობელი ბამბუკის პატარა პრინცესა"). ამ წუთიდან ყოველ გაჭრილ ბამბუკში მოხუცი ოქროს ნაჭერს პოულობს. ოჯახი მდიდრდება და სამი თვის განმავლობაში კაგუია-ჰიმე პატარა ბავშვიდან იზრდება ჩვეულებრივი ზომის და არაჩვეულებრივი სილამაზის ქალად. თავდაპირველად, მოხუცი ცდილობს კაგუიას დამალვას, მაგრამ მისი სილამაზის ამბავი მთელ იაპონიაში ვრცელდება და მასთან უამრავი მთხოვნელი მოდის.

მათ შორის ხუთი დიდგვაროვანია: თავადი ისიტსუკური (石作皇 子), პრინცი კურამოჩი (車 持 皇子), ნო მიმურაჯი (右 大臣 阿 倍 主人,), დიდი მრჩეველი ოტომო ნო მიუკი (大 納 言 行,) და საშუალო რანგის მრჩეველი ისონოკამი ნო მაროტარი (中 納 言 石 上 麻 呂). ბევრი თხოვნის შემდეგ, კაგუიას მამა თანხმდება და კაგუიას ეუბნება მათ შორის ქმარი აირჩიოს. უინტერესოდ, კაგუია-ჰიმე ხუთ შეუძლებელ საქმეს იგონებს, ის დაქორწინდება იმაზე, ვინც მოუტანს მის მიერ არჩეულ ნივთს: ბუდას ქვის თასს, კუნძულ ჰარაის ძვირფასი ქვებით შემკულ ტოტს, ჩინური ცეცხლის ვირთხების ტყავს, დრაკონის კისრიდან ფერად სამკაულს და ყლაპვით დაბადებული ზღვის ლოკოკინას ნიჟარას. დიდებულები ხვდებიან თავისი დავალების შეუძლებლობას, პირველი დიდებული მოიტანს ყალბ ქვის თასი, რომელიც დამზადებულია გაშავებული ქვაბისგან, მაგრამ კაგუია ამჩნევს, რომ თასი წმინდა შუქით არ ანათებს. მეორე საუკეთესო მესამკაულესთან დამზადებულ ტოტს მოიტანს, მაგრამ მესამკაულეს გამოგზავნილი კაცი მას კაგუიას სახლში ამითხავს და გადახდას სთხოვს. მესამე ჩინელმა ვაჭარმა მოატყუა და ყალბი ტყავი ცეცხლში დაიწვა. მეოთხე ხელცარიელია, მეხუთე კი დავალების შესრულებისას გარდაიცვალა. ამის შემდეგ კაგუიასთან თვით იაპონიის იმპერატორი მოდის და ცოლობას სთხოვს. კაგუია ეუბნება, რომ მისი ქვეყნიდან არ არის და ცოლად ვერ გაჰყცება, ისინი მეგობრებად რჩებიან და ერთმანეთს წერილებს უგზავნიან, იმპერატორი კიდევ რამდენიმეჯერ სთხოვს ცოლობას, მაგრამ კაგუია უარზეა.

იმ ზაფხულს კაგუია ტირის, როდესაც სავსე მთვარეს ხედავს, მაგრამ არავის არ ეუბნება მიზეზს. ბოლოს ის აღიარებს, რომ ამ ქვეყნის არ არის და უნდა დაუბრუნდეს მთვარის ხალხს. ზოგი ვერსიით ის დედამიწაზე სასჯელის სახით გააგზავნეს, ზოგი ვერსიით - დასაცავად ციური ომისგან. ოქრო, რომელსაც მამამისი პოულობდა, მთვარის ხალხის გამოგზავნილი იყო - ასე მათ გადაუხადეს ბამბუკის მჭრელს კაგუიას მოვლის საფასური. კაგუიას წასვლის დღე მოდის და იმპერატორის გამოგზავნილი ჯარი უძლურია მთვარის ხალხის წინააღმდეგ. კაგუია წერილებს უტოვებს თავის მშონლებს, იმპერატორს კი უკვდავების ელიქსირს უგზავნის. მას ბუმბულებიან მოსასხამს აფარებენ, რომელიც ავიწყებს მას სიყვარულს დედამიწის და კაცობრიობის მიმართ და ის მთვარეზე ბრუნდება. იმპერატორი ელიქსირს მაღალ მთაზე წვავს, რადგან კაგუიას გარეშე უკვდავებას აზრი არ ააქვს. ლეგენდის თანახმად ეს მთა ფუჯის მთა იყო, მისი სახელი კი სიტყვა უკვდავებისგან (ფუში) მიმდინარეობს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Katagiri Yōichi, Fukui Teisuke, Takahashi Seiji and Shimizu Yoshiko. 1994. Taketori Monogatari, Yamato Monogatari, Ise Monogatari, Heichū Monogatari in Shinpen Nihon Koten Bungaku Zenshū series. Tokyo: Shogakukan.
  • Donald Keene (translator), The Tale of the Bamboo Cutter, ISBN 4-7700-2329-4
  • Japan at a Glance Updated, ISBN 4-7700-2841-5, pages 164—165 (brief abstract)
  • Fumiko Enchi, "Kaguya-hime", ISBN 4-265-03282-6 (in Japanese hiragana)
  • Horiuchi, Hideaki; Akiyama Ken (1997). Shin Nihon Koten Bungaku Taikei 17: Taketori Monogatari, Ise Monogatari (in Japanese). Tōkyō: Iwanami Shoten. ISBN 978-4-00-240017-4.
  • Satake, Akihiro; Yamada Hideo; Kudō Rikio; Ōtani Masao; Yamazaki Yoshiyuki (2003). Shin Nihon Koten Bungaku Taikei 4: Man'yōshū (in Japanese). Tōkyō: Iwanami Shoten. ISBN 978-4-00-240004-4.