ბალთის კვირაცხოვლის ეკლესიის ნანგრევი
ბალთის კვირაცხოვლის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალთაში. აგებულია შუა საუკუნეებში. ეკლესია აგებულია დიდი ზომის, ნაცრისფერი თლილი ქვის კვადრებით. ნაგებობა გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის მხოლოდ ჩრდილოეთი ნაწილია შემორჩენილი ნიშით. საკურთხევლის კედლის სიმაღლე 1-2 მეტრს აღწევს. ეკლესიის დასავლეთი კედლის სიმაღლე 2 მეტრია, ჩრდილოეთი კი ფრაგმენტულად იკითხება, სამხრეთი კედელი, მხოლოდ 40 სმ-ის სიმაღლეზე ჩანს.
ძეგლის ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004