ბალთის ეკლესიის ნანგრევი (შუა საუკუნეები)
ბალთის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალთაში. აგებულია შუა საუკუნეებში.
ეკლესიიდან შემორჩენილია დასავლეთი კედლის საძირკვლის მცირე ნაწილი. აქვე დგას ტრაპეზის ქვა. ტერიტორიაზე ყრია თლილი ქვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004