ბალახის გვირგვინი
ბალახის ან ალყის გვირგვინი (ლათ. corona obsidionalis ან corona graminea). რომაულ ჯარში ითვლებოდა ერთ-ერთ უმაღლეს ჯილდოდ. მას აძლევდნენ ალყიდან გამომყვან მხედართმთავარს, ან მეომარს, რომელმაც თანამოქალაქენი ალყიდან იხსნა. გვირგვინი ბალახისგან მზადდებოდა, ბალახი კი აუცილებლად იმ ადგილას უნდა მოკრეფილიყო სადაც ალყა იყო.