რევაზ ბალანჩივაძე

(გადამისამართდა გვერდიდან ბალანჩივაძე, რევაზ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბალანჩივაძე.

რევაზ გედევანის ძე ბალანჩივაძე (დ. 7 ნოემბერი, 1938, ქუთაისი) — ქართველი ფილოსოფოსი და ანთროპოლოგი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1987).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1960 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1961-1962), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერებათა თანამშრომელი (1962-1976). საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერული კომუნიზმის განყოფილების გამგე (1976-1982), გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორი (1982-1984), საქართველოს კპ ცკ-ის თანამშრომელი (1984-1986), საქართველოს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის და კინოხელოვნების ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგე (1986-იდან). მოღვაწეობის ძირითადი სფეროები: ფილოსოფია, ანთროპოლოგია, ეთიკა, კულტუროლოგია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება