ბალაბურის ციხე-სიმაგრე
ბალაბური (აზერ. Balabür qalası) — ლენკორანის რაიონის ტერიტორიაზე შვიდი ციხე-სიმაგრიდან ერთ-ერთი.
ბალაბურის ციხე-სიმაგრე აზერ. Balabür qalası | |
---|---|
მდებარეობა | ლენქორანის რაიონი, აზერბაიჯანი |
თარიღდება | VII საუკუნე ჩვ. წ. აღ.. |
მდგომარეობა | ნანგრევები |
ციხე-სიმაგრე ადგილობრივი მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლია. ბალაბურის ციხე ლენკორანიდან სამხრეთ-დასავლეთით 6 კმ-შია, სოფელ ბალაბურთან, ტალიშის მთების ძირას და მოიცავს 1 ჰექტარი ფართის ტერიტორიას. პირველი ინფორმაცია ციხე-სიმაგრის შესახებ 1869 წელს ისტორიკოსმა საიდალ კაზიბეკოვმა მოგვცა. მოგვიანებით, 1926 წელს, ჟურნალ «აზერბაიჯანის არქეოლოგიური კომიტეტის სიახლეები»-ს მეორე ნომერში აზერბაიჯანელმა არქეოლოგმა ისა აზიმბეკოვმა მოიხსენია ციხე სტატიაში «ლენკორანის ტერიტორიის სიძველეები».[1]
არქეოლოგმა ჰათემ კასამანლიმ აჩვენა, რომ 1967 წელს, ციხის ძირას აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 მეტრში, წყლის არხისთვის, დაბლობზე ღრმა თხრილი ამოთხარეს.
არქეოლოგმა ფარმან მახმუდოვმა, რომელიც ამ ტერიტორიას 1960-იან წლებში იკვლევდა, 200-ზე მეტი ქვის ყუთი აღმოაჩინა. ამჟამად სასაფლაოს ტერიტორიის უმეტესი ნაწილი საკარმიდამო ტერიტორიის სახით გადაეცა მოსახლეობას. სახელმწიფო, როგორც ძეგლს, ტერიტორიის მხოლოდ მცირედ ნაწილს იცავს. ისტორიაში არის ძეგლების დიდი რაოდენობა, ცნობილი როგორც «თალიშ-მუგანის კულტურა», რომელთა შესწავლა უკვე 100 წელია, რაც მიმდინარეობს. ამ პერიოდში დადგინდა, რომ ამ ძეგლების გავრცელებამ მოიცვა მუგანისა და ლენკორანის ფერდობები თალიშის მთებში. ეს არის გვიანი ბრინჯაო - ადრეული რკინის ხანა, ე. ი. მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარი ჩვენს ერამდე - პირველი ათასწლეულის პირველი ნახევარი (ჩვ. წ. აღ-მდე 1400-500). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ისტორიული სიმდიდრის მატარებლებს, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3400-2500 წლების პერიოდიდან მომდინარეობდნენ, ჰქონდათ მაღალგანვითარებული კულტურა, ეკონომიკა, პოლიტიკური და სამხედრო ურთიერთობები ახლო აღმოსავლეთის დიდ სახელმწიფოებთან.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Babər qalası
- ↑ LƏNKƏRAN QALALARI – BƏLLƏBUR QALASI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-21. ციტირების თარიღი: 2021-03-11.