მურთაზ ბაკურია

(გადამისამართდა გვერდიდან ბაკურია, მურთაზ)

მურთაზ ვიქტორის ძე ბაკურია (დ. 13 თებერვალი, 1933, სოფ. ძველი აბაშა, აბაშის რაიონი — გ. 15 აგვისტო, 1992, თბილისი) — ქართველი ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1978), პროფესორი (1980).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1956 წელს დაამთავრა თსუ ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1956–1962 კომკავშირულ სამუშაოზეა,1965–1967 საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი) ფილოსოფიის კათედრის მასწავლებელი, 1967–1979 თსუ დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის დოცენტი, 1980-იდან ამავე კათედრის პროფესორი.

ბაკურიას კვლევის ძირითადი სფეროები: კატეგორიოლოგია, დიალექტიკის თეორია, დიალექტიკის ლოგიკა და თანამედროვე დასავლეთ ფილოსოფიის ანალიზი. ფილოსოფიური დისციპლინათა სისტემაში იგი ცალკე გამოყოფდა კატეგორიოლოგიას, რომელსაც მიიჩნევდა მოძღვრებად კატეგორიული განსაზღვრულობის ბუნების, მისი ისტორიული გენეზისისა და განვითარების კანონზომიერების შესახებ.

ლიტერატურა

რედაქტირება