ბაკურიანული თეთრი მელა

ბაკურიანული თეთრი მელა, ქართული თეთრი მელა — მიღებულია ბაკურიანის მენადირეობის მეურნეობაში შავ-ვერცხლისფერი მელიებისგან ბუნებრივი მუტაციის შედეგად, რომელიც შემდგომ (1943) სელექციის გზით გააუმჯობესა ვ. გიორგიძემ. ბაკურიანული თეთრი მელას სხეულის სიგრძეა 58-77 სმ, კუდისა — 35 სმ. აქვს თოვლივით თეთრი ბეწვი, შავი ყურები და შავი ზოლი ზურგზე, რაც მისი დომინანტური ნიშან-თვისებაა, მაკეობა გრძელდება 51-53 დღე. შობს 4-5 თვალაუხილავ უსუსურ ლეკვს. ბაკურიანული თეთრი მელას ლამაზ, მაღალხარისხოვან ბეწვს საექსპორტო მნიშვნელობა აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება