ბაისუბნის განძი
ბაისუბნის განძი — სასანური მონეტების განძი, რომელიც აღმოჩნდა 1939 წელს სოფელ ბაისუბანში (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი). მოთავსებული იყო ქოთანში. მონეტები გაიფანტა. შემორჩენილი 2 დრაქმა მოჭრილია კავად I-ისა (488-531 წწ.) და ჰორმიზდ IV-ის (579-590 წწ.) სახელით. დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- დონდუა გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 337.