ბაიათის ციხესიმაგრე
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ბაიათის ციხესიმაგრე (აზერ. Bayat qalası) — ციხესიმაგრე აზერბაიჯანში, ტერტერის რაიონის სოფელ კებირლიში.[1] ყარაბაღის სახანოს პირველი ციხესიმაგრე და დედაქალაქი დაარსდა ნადირ-შაჰის კარზე მომსახურე პანახ ალი-ხანის მიერ, რომელიც სასახლიდან გაქცევის შემდეგ იმალებოდა შეკში და შირვანში. მოგვიანებით პანახ ალი-ხანი დაინიშნა ადილ-შაჰად ყარაბაღის ხანად, სადაც ის მართავდა 1748—1751 წწ.[2]
ბაიათის ციხესიმაგრე აზერ. Bayat qalası | |
---|---|
მდებარეობა | ტერტერის რაიონი, აზერბაიჯანი |
თარიღდება | 1748 |
ისტორია
რედაქტირება1747 წელს ნადირ-შაჰის სიკვდილის შემდეგ პანახი კვლავ ჩნდება ყარაბაღში 200 მხედრისაგან შემდგარი რაზმის თანხლებით. იმავე პერიოდში ყარაბაღში დაბრუნდნენ ოტუზიკების ტომები, ჯევანშირი და კებირლი, რომლებიც ნადირ-შაჰის მმართველობის დროს იძულებით იყვნენ გადასახლებულნი ხორასანში. მათთან ერთად ხორასანიდან ყარაბაღში მამასთან გაიქცა პანახის უფროსი შვილი, 15 წლის იბრაჰიმ ხალილ-აღა.[2]
პანახის ყარაბაღის ხანად აღიარების მომენტისათვის ახალი მმართველის წინაშე დადგა ხელისუფლების მდგრადობისა და მრავალრიცხოვანი მტრებისაგან საკუთარი სამფლობელოს დაცვის პრობლემა: ამიტომ უკვე 1745 წელს ის შეუდგა ბაიათის ციხე-სიმაგრის მშენებლობას კებირლინის მაგალში. მოკლე დროში აიგო კედლები, ამოითხარა ორმოები, აშენდა ბაზარი, აბანო და მეჩეთი. ციხეში მან გადაასახლა თავისი და თავისი ნათესავების ოჯახები და გამოჩენილი ადამიანები ილატიდან. მათ გარდა ბაიათის ციხეში გადავიდა და დასახლდა როგორც შორიახლოს, ისე თავრიზის ვილაიეთსა და არდებალში მდებარე მოსახლეობის, განსაკუთრებით ხელოსნების, დიდი ნაწილი.[2]
პანახ ალი-ხანის ძლევამოსილებისა და დამოუკიდებლობის გაზრდის შესაძლებლობით დაშინებული მეზობელ ტერიტორიაზე განლაგებული შეკისა და შირვანის სახანოს მმართველმა ჰაჯი ჩელებმა შეკრიბა მრავალრიცხოვანი ჯარი და ბაიათის ციხეს ალყა შემოარტყა. მაგრამ, მიუხედავად ხანგრძლივი დროით ალყაში მოქცევისა, ჰაჯი ჩელებმა მაინც ვერ მოახერხა ციხე-სიმაგრის აღება. ალყაში მოქცეულთა მიერ წარმოებული მუდმივი პარტიზანული ბრძოლებისა და მოულოდნელი დარტყმების შედეგად ჰაჯი ჩელები იძულებული გახდა ალყა მოეხსნა და თავის სამფლობელოში დაბრუნებულიყო.
ალყის დასრულების შემდეგ პანახ ხანის ძალაუფლება კიდევ უფრო განმტკიცდა და ამჯერად მან უკვე სომეხი მელიქების საკუთარი მმართველობის ქვეშ მოქცევა გადაწყვიტა. ბაიათის ციხეში გადასვლის ხუთი წლისთავზე მიღებულ იქნა უსაფრთხოების ნორმებისათვის შეუთავსებელი გადაწყვეტილება – აქვე აშენებულიყო მუდმივი ქალაქი, ვინაიდან ციხე მრავალრიცხოვანი მტრების გარემოცვაში იმყოფებოდა. ამიტომაც ციხისათვის შეირჩა ისეთი ადგილი, რომელიც კავშირში იქნებოდა ყარაბაღის მთებთან, იმისათვის რომ მტერთან უეცარი შეჯახებისას შესაძლებელი ყოფილიყო საქონლისა და ქონების მტრისაგან გადარჩენის და გაუვალ მთებში გახიზვნის საშუალება.[2] 1751 წლის 20 ნოემბერს შახბულაგის სათავესთან დაიწყო ახალი ციხე-სიმაგრის მშენებლობა და უკვე 1752 წლის 7 ნოემბერს ხანი თავის ოჯახთან და დაახლოებულ პირებთან ერთად აქ დამკვიდრდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Karabakh Foundation დაარქივებული 2010-10-04 საიტზე Wayback Machine.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Мирза Джамал Джеваншир Карабаги. История Карабаха.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-01-27. ციტირების თარიღი: 2010-01-28