ბათუმის გერბიბათუმის თვითმმართველი ქალაქის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ქალაქ ბათუმის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა რედაქტირება

გერბის ფარის ლაჟვარდოვან ველს კვეთს ვერცხლის სამი ყაბიწი (მარცხნიდან მარჯვნივ). გერბის ფარის ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი, რომელიც გადაკვეთილია ტალღისებურ ორ ნაწილად. ფარის პირველ ნაწილში მეწამულ ველზე გამოსახულია სამი ოქროს მონეტა (ბეზანტი). მეორე ნაწილი წარმოადგენს ვერცხლის ველს.

გერბის ფარის ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ოქროს გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით. გერბის ფარს უკან ჯვარედინად მოთავსებულია ორი ოქროს ღუზა. გერბის ფარს გვერდებზე და ქვევით შემოყვება ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია დევიზი — „ბათუმი“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება