ბაზოფილური უჯრედი
წინა ჰიპოფიზის ბაზოფილი - წარმოადგენს წინა ჰიპოფიზის უჯრედის ტიპს, რომელიც აწარმოებს ჰორმონებს.
მას უწოდებენ ბაზოფილს, ვინაიდან ის არის ბაზოფილური (ადვილად იკავშირებს ფუძეებს) და ჩვეულებრივ იღებება შედარებით მკვეთრ ლურჯ ან მეწამულ ფერად.[1]
აღნიშნული ბაზოფილების შემდგომი კლასიფიკაცია ხდება მათ მიერ წარმოქმნილი ჰორმონების მიხედვით. (როგორც წესი, შეუძლებელია ამ ტიპის უჯრედების განსხვავება შეღებვის სტანდარტული ტექნიკის გამოყენებით.)
უჯრედი | პროდუცირებული ჰორმონი | ჰიპოთალამური რეგულაცია |
კორტიკოტროპები | ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი | კორტიკოტროპინ-რილიზინგ ჰორმონი |
გონადოტროპები | ფოლიკულომასტიმულირებელი, მალუთეინიზირებელი და ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი* | გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონი |
თიროტროპები | თიროიდ მასტიმულირებელი ჰორმონი | თიროიდ-რილიზინგ ჰორმონი |
*წარმოიქმნება მხოლოდ ორსულობისას განვითარებადი ემბრიონის მიერ.