ბაზკოვსკაიის მირქმის ეკლესია

ბაზკოვსკაიის მირქმის ეკლესია (რუს. Церковь Сретения Господня) — მართლმადიდებლური ეკლესია შოლოხოვის რაიონის სოფელ ბაზკოვსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას[2]. ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს 1907 წელს.

ბაზკოვსკაიის მირქმის ეკლესია
ბაზკოვსკაიის მირქმის ეკლესია — რუსეთი
ბაზკოვსკაიის მირქმის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ბაზკოვსკაია
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1907
გარე სურათები
კარიბჭე
ეკლესია
კანკელი

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, შოლოხოვის რაიონი, სოფელი ბაზკოვსკაია.

მირქმის პირველი ეკლესია ააშენეს 1907 წელს სტანიცის ცენტრში. იგი იყო ხის დაჰქონდა სამი საკურთხეველი: მთავარი საკურთხეველი იყო უფლის მირქმის სახელზე ნაკურთხი, დანარჩენი ორი კი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და სერაფიმ საროველის სახელზე.

ეკლესია გადაურჩა ოქტომბრის რევოლუციას და რუსეთის სამოქალაქო ომს და მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის დროსაც. 1950-იან წლებში იგი დახურეს და გადააკეთეს კლუბად. 1961 წელს ეკლესია დაიწვა. მის ახლოს ააშენეს კლუბი, დადგეს ლენინის ძეგლი და ტრიბუნა მიტინგებისათვის.

1992 წელს სსრკ-ის დაშლის შემდეგ სტანიცა ბაზკოვსკაიაში ისევ ჩამოყალიბდა მართლმადიდებელ ქრისტიანთა მრევლი. ძველი ეკლესიიდან 500 მეტრში მრევლს გადაეცა ძველი საბავშვო ბაღის შენობა, რომელიც გადააკეთეს სამლოცველო სახლად და დაიწყეს მასში საეკლესიო მსახურება. 1996 წელს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა აკურთხა ახალი ორსკურთხევლიანი ეკლესიის მშენებლობა. ეკლესიის მთავარი საკურთხეველი მირქმის სახელზე იყო ნაკურთხი, ხოლო მეორე - სერაფიმე საროველისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. ეკლესიის პროექტი დაუკვეთეს დონის როსტოვში, მისი ავტორები იყვნენ სერგეი სულიმენკო და ვიქტორია პიშჩულინა. ეკლესიის კურთხევა შედგა 2010 წლის 24 ოქტომბერს მთავარეპისკოპოს პანტელეიმონის მიერ[3].

ახალი ეკლესია აშენდა ძველი ეკლესიიდან 200 მეტრის დაშორებით. ეკლესიის მშენებლობამდე ბაზკოვსკაიას ესტუმრა როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვლადიმირ ჩუბი, რომლის დედაც ცხოვრობდა სტანიცაში, როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის სახელით გუბერნატორმა ეკლესიას შესწირა 20 მლნ რუსული რუბლი.

ეკლესიის გეგმას აქვს ტოლმკლავებიანი ჯვრის ფორმა, რომლის მკლავების ზომაა 17-17 მეტრი. ეკლესიის წინამძღვარია მღვდელმონაზონი ვალერი ხარიტონოვი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება