ბავშვთა სურათების გალერეა
ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა — ბავშვთა ხელოვნების მუზეუმი. ჩამოყალიბდა 1969 წელს თბილისში საქართველოს განათლების სამინისტროს ესთეტიკური აღზრდის რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური კაბინეტის ბაზაზე. 1970 მოეწყო პირველი ექსპოზიცია, რომელიც მიეძღვნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. წარმოდგენილი იყო მუზეუმში დაცული საქართველოს , ესტონეთის და უნგრეთის ბავშვთა სახვითი ხელოვნების ათასამდე ექსპონატი. 1973 გადაკეთდა ბავშვთა სურათების მუდმივმოქმედ გალერეად (საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის ზედა სართული). 1981 წელს ბავშვთა სურათების გალერეას გადაეცა საგანგებო შენობა ძველი თბილისის განახლებულ უბანში (შავთელისა და ბარათასშვილის ქუჩების გასაყარზე). 1983 მას მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის ელენე ახვლედიანის სახელი. 1992 წელს ბავშვთა სურათების გალერეაში იყო 3 განყოფილება: საფონდო-საგამოფენო, სასწავლო-მეთოდური, საორგანიზაციო-ინფორმაციული. ბავშვთა სურათების გალერეის საგამოგენო მუშაობაში მთავარი ადგილი უჭირავს ქართველი ბავშვთა ნახატების "ოქროს ფონდის" ტრადივიულ გამოფენებს (ყპველწლიურად ტარდება რამდენიმე გამოფენა) და კონკურსს, რომელშიც საზღვარგარეთის ქვეყნების ნორჩი მხატვრებიც მონაწილეობენ.
ბავშვთა სურათების გალერეა | |
---|---|
ბავშვთა სურათების გალერეა | |
41°42′47″ ჩ. გ. 44°47′37″ ა. გ. / 41.7131889° ჩ. გ. 44.793861° ა. გ. | |
დაარსდა | 1969 |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 136[1] |
ექსპონატი | 20 000–მდე |
მუზეუმში დაცულია 20 ათასამდე ექსპონატი (გრაფიკა, ფერწერა, ქანდაკება, კერამიკა, ნაქსოვი, ნაქარგი, ლითონისა და ხის მხატვრული ნაკეთობები). ბავშვთა სურათების გალერეაში მუშაობს სამხატვრო სტუდია (140-მდე ბავშვი). ბავშვთა სურათების გალერეა სისტემატურად მონაწილეობდა საზღვარგარეთ გამართულ საქართველოს კულტურის დღეებში. ბავშვთა სურათების გალერეამ გამოსცა ბავშვთა ნახატების რეპროდუქციების ალბომი "ბავშვთა სამყარო".
2013 წლის სექტემბერში ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა დავით აღმაშენებლის გამზირზე №136-ში განთავსდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუხიანიძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, გვ, 325, თბ., 1997