ბავშვები 402-ე ოთახიდან
ბავშვები 402-ე ოთახიდან (ინგლ. The Kids from Room 402) — კანადურ-ფრანგული ანიმაციური სერიალი, შექმნილი კანადური ტელეკომპანია Teletoon-ის მიერ 1999 წელს, ბეტი პარასკევასის წიგნის „გრეისი გრეივზი და ბავშვები 402-ე ოთახიდან“ მიხედვით.
ბავშვები 402-ე ოთახიდან | |
---|---|
ჟანრი | სიტკომი, საოჯახო |
რეჟისორი | უეიდ კონოვალჩუკი |
ქვეყანა | საფრანგეთი |
სეზონი | 2 |
ეპიზოდი | 52 (ეპიზოდების სია) |
წარმოება | |
ხანგრძლივობა | 22 წუთი |
კომპანია | CineGroup |
ეთერში | 29 აგვისტო, 2000 | — 22 დეკემბერი, 2001
სიუჟეტი
რედაქტირებასერიალი დაფუძნებულია სასაცილო ისტორიებზე, სკოლის მოსწავლეთა ცხოვრებიდან. პრაქტიკულად ყველა ეპიზოდი ვითარდება ორი სიუჟეტური ხაზით. მთავარი გმირებად გვევლინებიან ნენსი, ჯესი, პოლი და ართური, თუმცა ზოგჯერ წინა პლანზე გადმოდიან სხვა პერსონაჟებიც, მაგალითად ვინი და ფრედი. სერიალი წარმოაჩენს ბავშვის ფსიქოლოგიას და მათი ხასიათის თავისებურებებს. 1-40 სერიებში სიუჟეტი აღებულია წიგნის თავებიდან, დანარჩენი სერიები კი, მეორე სეზონი (41-52 მდე) ორიგინალურია. ისინი ეფუძნება წიგნს, მაგრამ აღწერილი მოვლენები მასში მოცემული არ არის. სწორედ ამიტომ არსებობს საგრძნობი განსხვავება პირველსა და მეორე სეზონს შორის, სიუჟეტის დამუშავების, სიტუაციების და ხუმრობების ორიგინალურობის კუთხით.
პერსონაჟები
რედაქტირებაკლასი
რედაქტირებანენსი ფრენსისი — კლასის არაოფიციალური ლიდერი. თავმოყვარე და ეგოისტი. ნებისმიერი საშუალებით ცდილობს გახდეს პენის საუკეთესო მეგობარი, თუმცა როგორც წესი მისი მცდელობები წარუმატებლად სრულდება. მეგობრობს ჯესისთან და აძლევს მას რჩევებს, ხშირად უხდება იძულებითი ურთიერთობა პოლისთან. ახასიათებს სხვა და სხვა უკიდურესობაში გადავარდნა, ადვილად ექცევა შთაბეჭდილების ქვეშ და მთლიანად შეპყრობილი ხდება ახალი გატაცებით. აქვს წითელი ტალღოვანი თმა, ატარებს იისფერ კაბას და სათვალეს მოდური იისფერი ჩარჩოთი. სწავლობს კარგად.
პოლი მაკშეინი — კლასის „ხუთოსანი“. აქვს რთული ხასიათი. მეტისმეტად მოწესრიგებული, ქედმაღალი და აბეზარი – ის დაუფიქრებლად დაასმენს დირექტორთან ნებისმიერ წესრიგის დამრღვევს, როგორც ბავშვს – ისე მასწავლებელს. არ შეუძლია სხვების მოსმენა და თვლის საკუთარ აზრს ერთადერთ ჭეშმარიტებად; ამის გამო პოლის არ ჰყავს მეგობრები, თუმცა მას ეს ფაქტი სულაც არ აწუხებს. პოლი ნახევრად ლიტველია და გამოირჩევა ზღვარსგადასული პატრიოტიზმით, ის მუდმივად თავს ახვევს გარშემომყოფებს თავისი ქვეყნის კულტურას და უმტკიცებს სხვა ქვეყნებზე მის უპირატესობას. ასევე გატაცებულია კოვზებით, აქვს საკუთარი კოლექცია, არქმევს სახელებს და არავის აძლევს მათთან მიკარების უფლებას; მან იცის კოვზებთან დაკავშირებული უამრავი ისტორია, რომლებსაც ნებისმიერი შესაძლებლობისთანავე ყველას უყვება. აქვს ორად შეკრული, წაბლისფერი თმა. ატარებს ზოლებიან კაბას და დიდ მრგვალჩარჩოიან სათვალეს. ცდილობს დაუმეგობრდეს ნენსის და მუდმივად თავს აბეზრებს მას. IQ 152.
ჯესი მაკკოი — ზარმაცი, უიღბლო, გაცდენების მოყვარული. როცა საქმე სწავლას ეხება ყოველთვის ცდილობს ითაღლითოს, თუმცა მის გრეივზი მუდამ ახერხებს მის გამოაშკარავებას. მეგობრობს ნენსისთან (საბავშვო ბაღიდან) და ვინისთან, თუმცა მისგან განსხვავებით ხშირად ვარდება სულელურ მდგომარეობაში. ბევრჯერ აღმოჩენილა უხერხულ სიტუაციაში დედამისის წყალობით, რომელიც გადამეტებულად ზრუნავს შვილზე. აქვს ძალიან მოკლედ შეჭრილი თმა, რის გამოც კლასელები ოდესღაც „ტილიანს“ ეძახდნენ. ატარებს ნარინჯისფერ სვიტრს, პერანგს და ლურჯ ჯინსს. IQ 91.
ვინი ნასტა — ხულიგანი და კლასის ხუმარა. ხშირად აბარებს მისი ნახევარძმის ძველ, საშინაო სამუშაოს, თუმცა ეს ფოკუსი არასოდეს არ გამოდის. ზოგიერთი ეპიზოდიდან ირკვევა, რომ მიუხედავად მცირე ასაკისა მას უკვე აინტერესებს გოგონები, რაღაც დროის განმავლობაში იყო ნენსის შეყვარებული. მეგობრობს ჯესისთან, მაგრამ მიუხედავად ამისა ზოგჯერ მაინც დასცინის და ბროტად ეხუმრება მას. აქვს წაბლისფერი, ზემოთ აჩეჩილი თმა, აცვია მაისური 10 ნომრით და ლურჯი ჯინსი. IQ 100.
ართურ კენეტ ვან დერ ვოლი — საქმანი ბიჭუნა, ოცნებობს გამდიდრებაზე და ამისთვის ყოველთვის უპატიოსნო მეთოდებს ირჩევს. ის ჭკვიანია, შეუძლია გარშემომყოფების გრძნობებზე თამაში, მაგრამ ამასთან აქვს გარკვეული კომპლექსებიც, რომლებსაც საგულდაგულოდ მალავს. პერიოდულად იწყებს სხვა და სხვა ბიზნესს (ძიძების სააგენტო, კინოთეატრი, ბიბლიოთეკა, ფასიანი შუქნიშანი და სხვ.) თუმცა მისი წამოწყებების უმრავლესობა, საბოლოო ჯამში, წარუმატებლად სრულდება – ხშირად მის გრეივზის წყალობით. აქვს ხშირი, წითური თმა. აცვია ლურჯი პიჯაკი და ჩალისფერი შარვალი.
სანჯაი ბაქში — ინდოელი მოსწავლე, სკოლის პრეზიდენტი. სწავლობს პარალელურ კლასში. ანგარიშიანი – დახმარების სანაცვლოდ ყოველთვის რაღაცას ითხოვს. საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება მისი ურთიერთობა პოლისთან, რომელსაც თავიდან ვერ იტანს, მაგრამ წიგნის ბოლოს და სერიალის მეორე სეზონში, მოულოდელად, მას ის უყვარდება. პოლის ეს არ უკვირს თუმცა არც მის გრძნობას იზიარებს და აძლევს უხეშ შენიშვნებს ერთობლივი ცეკვის დროს.
პენი გრანტი — კლასის პირველი ლამაზმანი, „ხუთოსანი“, კეთილი და გულისხმიერი გოგონა. ზრუნავს ეკოლიგიურ, ცხოველთა დაცვის და სიღარიბის პრობლემებზე. ხშირად არ იზიარებს სხვა ბავშვების ინტერესებს, რადგან მისი აზრით ეს ვიღაცის უფლებებს არღვევს. ამის მიუხედავად ის ყველა მოსწავლეს უყვარს. მთელი სერიალის განმავლობაში ნენსი უშედეგოდ ცდილობს გახდეს მისი საუკეთესო მეგობარი. აქვს ღია ფერის თმა და ვარცხნილობა „კარე“. აცვია მუქი ლურჯი კაბა. IQ 123.
ფრედი ფეი — გულკეთილი და უწყინარი „ბოტანიკოსი“. პოლისთან და პენისთან ერთად, ის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა კლასში. გულუბრყვილო და მიმნდობი, ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ, რის გამოც ხშირად ვარდება სულელურ სიტუაციაში. თავის მეგობრად თვლის ჯესის თუმცა ჯესი ამ მეგობრობას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. ფრედი - აფროამერიკელია, ატარებს სათვალეს სქელი, კლასიკური ჩარჩოთი, ყვითელ სვიტრს და ლურჯ ჯინსს. IQ უცნობია (სავარაუდოდ იმდენივე რაც პოლის, მაგრამ მეტი შეუძლებელია).
ჯორდან ჩანი — ჩინელი გოგონა. ის ძალიან მდიდარია, მაგრამ მალავს ამას თავისი თანაკლასელებისგან, უნდა იცხოვროს ჩვეულებრივი გოგოს ცხოვრებით. მისი სოციალური მდგომარეობის შესახებ იცის მხოლოდ ნენსიმ. მისდევს ფენშუის.
მელანი ბელინკოფი — უერთდება კლასს მეორე სეზონში. ვერ იტანს დედას და ოცნებობს საცხოვრებლად მამასთან დაბრუნებაზე. აქვს აუტანელი ხასიათი. პრაქტიკულად ყველაფერს მელანი ახასიათებს ორი სიტყვით „რა სუნია“. IQ უცნობია (სავარაუდოდ იმდენივე რამდენიც ჯესის).
მერი ელენი — მოსწავლე მის გრეივზის კლასიდან. აფროამერიკელი გოგონა. ატარებს წითელ კაბას.
ტილი — ძალიან მაღალი მოსწავლე. ხშირად გვხვდება გოგონების კომპანიაში: ნენსისთან, მერი ელენთან, გაბრიელასთან და ჯორდანთან ერთად. აცვია ვარდისფერი ტანსაცმელი.
ჩარლი — ცნობილია როგორც კლასის საუკეთესო სპორტსმენი და სპორტულ შეჯიბრებებში ნენსის მთავარი მოწინააღმდეგე.
ჯენი — ასევე სწავლობს მის გრეივზის კლასში, თუმცა მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ის იშვიათად ჩნდება გოგონების კომპანიაში.
გაბრიელა ალვარენგო — ლათინოამერიკელი გოგონა. ჯორდანის საუკეთესო მეგობარი. ერთ-ერთ ეპიზოდში ირკვევა რომ ხშირად ისინი ერთნაირად ფიქრობენ.
ნილ ფუტლიკი — მის შესახებ ცნობილი ხდება მხოლოდ მეორე სეზონში. სკოლის ხულიგნების მთავარი „სამიზნე“. დედამ ნილი, მისი უსაფრთხოებისთვის, პარალელურ კლასში გადაიყვანა.
ჯოუი ტუნა — ბიჭი მრავალშვილიანი ოჯახიდან. ხშირად კაწრავს მერხებს.
პიგი მაკკოლი — მსუქანი ბიჭი. აცვია ლურჯი სვიტრი. ატარებს სათვალეს მრგვალი ჩარჩოთი. IQ 106.
დონი — კორეელი ბიჭუნა.
სკოლის პერსონალი
რედაქტირებამისის გრეის გროუვსი - ის ნამდვილად გამორჩეული მასწავლებელია. ის სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებს, რის გამოც ყველა მისი მოსწავლე იღებს მისგან კარგ რჩევას.
მისტერ სტიუარტ ბესერი - არაკომპეტენტური სკოლის დირექტორი. ის ყოველთვის სჯის მოსწავლეებს უმიზეზოდაც კი. მან ვერ დაიმსახურა მოსწავლეების სიყვარული. ერთ-ერთ ეპიზოდში მისტერ ბესერი იყოი ვინის დეიდის ქმარი. (ვინიმ არ იცოდა რომ მისტერ ბესერი იყო მისი დეიდის ქმარი, მისტერ ბესერმა კი არ იცოდა, რომ ვინი მისი ცოლის დისშვილი იყოი), მაგრამ ისინი მალევე დაშორდნენ, რადგან ვინის დეიდამ გაიგო, რომ მისტერ ბესერი მის ხარჯზე აპირებდა ცხოვრებას.
ექთანი ფიტსი - სკოლის ექთანი. ის ბევრს ლაპარაკობს და აშინებს ადამიანებს სიკვდილის გამომწვევი დაავადებებით.
რობერტა მაკკოი - ჯესის დედა, რომელიც ხშირად ექცევა ჯესის ბავშვისავით, ამის გამო მას არა ერთხელ ჩაუგდია ჯესი უხერხულ და სასაცილო სიტუაციებში.
მისის ემი ბელინკოფი - მელანის დედა, რომელიც არის სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი, თუმცა მას არ აქვს საკუთარი გაკვეთილის გეგმა, რის გამოც სკოლიდან გაგდება უპირებდნენ. მის გროუვსმა შეუდგინა მას საგაკვეთილო გეგმა და გადაარჩინა გათავისუფლებას. ამ გეგმაში მან ჯილდოც კი აიღო, რისთვისაც მადლობაც კი არ მოუხდია მის გროუვსისთვის. ის არც ისე პატიოსანი ქალია, რადგან სასამართლოზე მისი ქალიშვილის სურვილის მიუხედავად იცრუა, რომ მელანის მასთან სურდა ცხოვრება, ასევე მან იცრუა იმისთვის, რომ მელანი გამხდარიყო გამამხნევებელი გუნდის წევრი. მელანის შეუძლია ადვილად მართოს მისი ხასიათი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ინფორმაცია საიტზე TV.com დაარქივებული 2011-08-10 საიტზე Wayback Machine.