ნიკოლოზ ბადრიაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ბადრიაშვილი, ნიკოლოზ)

ნიკოლოზ იესეს ძე ბადრიაშვილი (დ. 15 მარტი, 1892, თბილისი, — გ. 12 აპრილი, 1961, იქვე) — ქართველი ისტორიკოსი, სამუზეუმო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ნიკოლოზ ბადრიაშვილი
დაბადების სახელი ნიკოლოზ იესეს ძე ბადრიაშვილი
დაბადების თარიღი 1892
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 12 აპრილი, 1961
თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია ქართველი ისტორიკოსი, სამუზეუმო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი
ჯილდოები სახელმწიფო ჯილდოები.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1911 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. 1912-იდან სწავლა განაგრძო პეტერბურგის უმაღლეს სასწავლებელში ელექტრომექანიკის განყოფილებაზე. I მსოფლიო ომის (1914–1918) დროს არმიაში მსახურობდა. იყო პოლკის სკოლის ბიბლიოთეკის და ჯარისკაცთა თეატრის გამგე. ამავე დროს „ავლეველის“ ფსევდონიმით თანამშრომლობდა პრესაში: ბეჭდავდა ლექსებს, მოთხრობებს, ფელეტონებს. 1921-ის წლის შემდეგ ერთხანს გორის სახალხო სახლს განაგებდა. 1923 დაევალა თბილისის კომუნალური (1943-იდან თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული) მუზეუმის აღდგენა და რეორგანიზაცია. 1958 ბოლომდე იყო ამ მუზეუმის დირექტორი. 1929–1932 განაგებდა აგრეთვე მაქსიმ გორკის სახლ-მუზეუმსა და ძველი თბილისის ნაკრძალს. ბადრიაშვილმა დიდი ღვაწლი დასდო სამუზეუმო-საგამოფენო საქმის განვითარებას საქართველოში. მისი ხელმძღვანელობით მოეწყო მრავალი სტაციონარული გამოფენა თბილისში, რესპუბლიკის სხვა ქალაქებსა და რაიონების მეზეუმებში. ბადრიაშვილს ეკუთვნის რამდენიმე ნაშრომი და მრავალი საჟურნალ-გაზეთო სტატია თბილისის, მისი ქუჩებისა და უბნების ისტორიაზე. რამდენიმეჯერ აირჩიეს თბილისის საქალაქო და რაიონული საბჭოების დეპუტატად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება