რომან ბაგრატიონი

(გადამისამართდა გვერდიდან ბაგრატიონი, რომან)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაგრატიონი.

რომან (რევაზ) ივანეს ძე ბაგრატიონი (დ. ოქტომბერი, 1778, ყიზლარი ― გ. 1834) — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. მხედარმთავარ პეტრე ბაგრატიონის უმცროსი ძმა.

რომან ბაგრატიონი
დაბადების თარიღი 1778
დაბადების ადგილი ყიზლარი
გარდაცვალების თარიღი 2 მარტი, 1834(1834-03-02)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
ჯარის სახეობა რუსეთის იმპერიის არმია
წოდება გენერალ-ლეიტენანტი და გენერალი
ბრძოლები/ომები ნაპოლეონის ომები
ჯილდოები წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, ოქროს ხმალი მამაცობისათვის, Order of St. George, 3rd class, წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი და Order of Saint John of Jerusalem

საქართველოს ამბებით დაინტერესებული 1806 წელს პ. ბაგრატიონის დავალებით სამშობლოში ჩამოვიდა აქაური ვითარების შესასწავლად და თავადაზნაურობის პოზიციის გასარკვევად. რუსეთთან საქართველოს შეერთებით უკმაყოფილო თავადებმა თავიანთი სურვილები თხოვნის სახით ჩამოაყალიბეს და პ. ბაგრატიონისათვის გადასაცემად ბაგრატიონს ჩააბარეს. ამან შეაშფოთა საქართველოს რუსეთის მმართველობა. მთავარმართებლის მოთხოვნით ბაგრატიონი სასწრაფოდ რუსეთს გაიწვიეს. მონაწილეობდა რუსეთის 1812 სამამულო ომში. XIX საუკუნის 20-იან წლებში ბაგრატიონი კავკასიის არმიაში მსახურობდა და ირან-თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდა. იგი თბილისში დასახლდა. მისი სახლი გადაიქცა სალონად, სადაც იკრიბებოდა თბილისის მოწინავე საზოგადოება. 1832 ბაგრატიონის სახლში დაიდგა ალექსანდრე გრიბოედოვის კომედია „ვაი ჭკუისაგან“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 2, თბ., 1965;
  • ბენდიანიშვილი ა., ქსე, ტ. 2, გვ. 131-132, თბ., 1977