ბაადური
ბაადური, ბერი ბუქნაი ბაადურ — ღვთისშვილი, ღმერთი მორიგის ნასახი (გაჩენილი), გმირი და ნახევრად ღმერთი ქართულ მითოლოგიაში, ერთ-ერთი უძველესი ხატ-სალოცავი, უფლის ნასახთა ბატონი, კოპალას თანამებრძოლი. ეს პატივი წილის ყრით ერგო: ხორციელთა ბატონობა ერეკლეს ერგო, ხატთა - ბერ ბაადურს. მას შემდეგ რაც ერეკლემ ქაჯების ქალს გლეხის ასული ამჯობინა დაკარგა ტახტიც და კაცობაც[1]. ბაადური კვლავინდებურად ძლიერია.
ერთი ცნობით ბაადური წმ. გიორგი უნდა იყოს, მისი კულტი დღემდე შემორჩენია გუდანის წმ. გიორგის ხატს, უძველეს დროში კი საკუთარი სალოცავი ჰქონია სანე-ღელეს მწვერვალზე. მერე საკულტო ადგილს გუდანში გადაუნაცვლებია. სანეს ძველ სალოცავშიც დადიან წელიწადში ერთხელ (ივლისის ბოლო შაბათ-კვირას), მერე გუდანს გადადიან[1][2]. გუდანის ზემოთ, სანეოზე უფრო ძველი სალოცავია, თუმცა მთავარი ეკლესიები გუდანშია. იქ ჩამოსულა პირველად ციდან ბაადური, იქ უმღერიან ხევსურნი: „საღმრთო ბერო ბაადურო, ადგილის თავ-სვეტის ანგელოზო“. თუ თერგვაულის სახელი ბურუსითაა მოცული, ბაადური უფრო ნათელი სახეა, როგორც „ღვთის ნასახთა უფროსი“, მთელი ხევსურეთის სალოცავი, „ბებერი ხატი“, დევთა და მავნეთა რისხვა, რომელიც შავ ზღვაში ქაჯებს დაუტყვევებიათ. ხალხს თავისი გმირის სახე სიმღერებში შემოუნახავს: „მშვილდ-ქაიბური ბერისა ქუდიელზედა ხვიოდა“.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი — გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983.